23 ივლისი, 2016
ლელა კილაძე სოციალურ ქსელში ოჯახურ ემოციურ ფოტოებს კიდევ ერთხელ აქვეყნებს
გასულ კვირას სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა ვახტანგ რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ მისი რძალი, ლელა კილაძე ფეხმძიმედაა.

„კლავენ ერთს და იბადება მეორე. სიმბოლურია რომ გუკას მეუღლე ფეხმძიმედაა, ამბობდა ვახტანგ რჩეულიშვილი.

წყვილი დიდხანს არ ამხელდა, რომ ერთად იყვნენ. მას შემდეგ, რაც გუკა რჩეულიშვილი დაიჭირეს, კადრებში გამოჩნდა, როგორ ამხნევებდა მეუღლეს ლელა.

მეუღლის დაჭერის შემდეგ კი ლელა გუკასთან ერთად გადაღებულ ოჯახურ ფოტოებს სულ უფრო ხშირად აქვეყნებს.

Rating
ბეჭდვა