22 ივლისი, 2016
სულ სხვანაირი რატი დურგლიშვილი - ''კრასავჩიკი'' მომღერალი ახალ იმიჯში შეიძლება, ვერ იცნოთ
რატი დურგლიშვილი ქართულ შოუ ბიზნესში ყოველთვის სიმპატიურ მამაკაცად მიიჩნეოდა, ის დღემდე ყველაზე სასურველ სასიძოდ რჩება.

წლების წინ, როდესაც დუეტმა ჯორჯიამ ''ახალ ტალღაზე'' გაიმარჯვა, ბევრი რატისა და მაკა ზამბახიძის რომანზე ალაპარაკდა, მაგრამ ჭორი ჭორადვე დარჩა.

გასულ წელს მომღერალმა ამერიკაში ორი კლიპი გადაიღო, მაშინაც ბევრი ალაპარაკდა მის სავარაუდო დაოჯახებაზე, რადგან კლიპში ულამაზესი ამერიკელი მოდელი იღებდა მონაწილეობას და რატი მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად ტვირთავდა სოციალურ ქსელში.

მაგრამ არც ამჯერად დამთავრდა ყველაფერი ოჯახის შექმნით.

ბევრი გოგონას გულის გასახარად
რატის გული კვლავ თავისუფალია, ყოველ შემთხვევაში მომღერალი ამის შესახებ არაფერს ამბობს.

სოციალურ ქსელში ატვირთულ ბოლოდროინდელ ფოტოებზე კი რატი უფრო სიმპატიურია. 

''კრასავჩიკ''

''რა მზერაა''

''მზერა 2016''

''რას მერჩით ბატონო რატი''?

''მხეცი ფოტოაა''

''რაღაც სხვანაირი'', ვკითხულობთ რატის ფოტოების კომენტარებში. 

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS