22 ივლისი, 2016
გელა დაიაურის ემოციური პოსტი, რომელიც გარდაცვლილ ოჯახის წევრებს მიუძღვნა - „ყოველ გახსენებაზე ახლიდან გკარგავთ“
გელა დაიაური ფეისბუქზე გარდაცვილ მეუღლეს და შვილებს იხსენებს;

„ექვსი წელი გავიდა, კუნწულიკო, რაც ფიზიკურად აღარ ხარ ჩემს გვერდზე.... მწარეა ჩემთვის წუთისოფელი... ვცდილობ, არ ვიფიქრო.. ვცდილობ, გავექცე შენზე ფიქრს... გამახსენდები.. გამახსენდებით და ტკივილი სუნთქვას მიკრავს.. ყოველ გახსენებაზე ახლიდან გკარგავთ..

ძლივს ამოვისუნთქავ ხოლმე და მეჩვენება სულს ვაყოლებ ამოსუნთქვას.. ვილევი და ვთავდები...მარტო შენ და ჩვენი დემე და ჯარჯი არ დამაკლდით, ნათია დამაკლდა.. შენი და და ჩემი "ნომერპირველი ცოლისძმა"... ბერდო დამაკლდა.. ჩემი ყველაზე დიიდი მეგობარი და სოფო.. ჩემი ნათლული
მამუკა.. ჩემი ანგელოზების ტოლი.. სხვას რომ გაეძლო, არ დავიჯერებდი და მე ვარ თვითონ ამ ჯოჯოხეთში.. გზაკვალაბნეული და მარტო...

ვგრძნობდი, რომ ბედნიერი გავხდი შენით.. კარგად ვგრძნობდი და ზუსტად ეს მტკივა.. რომ არ მეგრძნო, იქნებ უფრო ადვილი ყოფილიყო ეს ყველაფერი...

სხვანაირი იყოო... სხვანაირები ალბათ ჩვენ ვართ.. შენ ადამიანური იყავი.. როგორიც უნდა იყოს ჭეშმარიტი ადამიანი.. სათნო, კეთილი, სუფთა..მხიარულიც და სევდიანიც..

უფალმა სასუფეველი დაგიმკვიროთ ჩემებო.. მტკივიხართ, მახსოვხართ და მიყვარხართ...
თქვენი მე.“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
:'(
სულ მეტირება როცა ამათ ფოტოებს ვხედავ :( გამძლეობას გისურვებთ ბატონო გელა...
15:41 / 23-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ლულუ
მეტირება თან ძალიან ძალიან
17:25 / 22-07-2016
გამოხმაურება / 0 /
მანანა-შ
მე, თქვენთვის უცნობი ადამიანი, მე რომ ვერ ვინელებ ჩემი უსაყვარლესი თეოს, დემეტრეს , ჯარჯის დაკარგვას (ჩემსავით ალბათ ბევრია), წარმომიდგენია თქვენ რას განიცდით, ცრემლების გარეშე ვერ ვუსმენ თეოს სიმღერებს, დემეტრეს და ჯარჯის სურათს რომ დავცქერი გული საშინლად მეწურება და თვალებიდან წამოსულ ცრემლის ნაკადს ვეღარ ვიკავებ, მართალია სიტყვები უნუგეშოა, ეს ადვილი და დაძლეული არც არსდროს არ იქნება,მაგრამ თქვენ უნდა გაუძლოთ ამ დიდ ტკივილს, ტკივილს, რომელსაც სახელი აქვს და არც დასასრული...
12:58 / 22-07-2016
გამოხმაურება / 0 /
bebe
გმერტო რატომ ხდება ეგეტი უსამარტლობა.გმერტმა დაუმკვიდროტ ცატა სასუფეველი.
12:40 / 22-07-2016
გამოხმაურება / 0 /
წამკითხველი
სული შეგებუგება და ცრემლი მოგერევა. ნათელი.
11:12 / 22-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS