19 ივლისი, 2016
ეყოლება, თუ არა სალომე ჭაჭუას კიდევ ერთი უკრაინელი მეწყვილე
როგორც ცნობილია, ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ბოლო სეზონის დროს სალომე ჭაჭუას და მაქს რიჟიკოვის წყვილი დაიშალა.

მაქსი ოდესაში დაბრუნდა, პრაიმ დანსის მოსწავლეები დღემდე წერენ სოციალურ ქსელში, რომ მასწავლებელი ენატრებათ.
როგორც ჩანს მაქსის გეგმებში საქართველოში დაბრუნება აღარ შედის.

სალომე კი ახალ მეწყვილეს ეძებს. უკვე მეორედ ფეისბუქზე თავისი მონაცემები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ახალ პარტნიორს ეძებს.

სალომეს ახალი პარტნიორის მოძებნაში მისი ყოფილი შეყვარებული გიგი გაჩეჩილაძეც ეხმარებოდა, თუმცა როგორც ჩანს, უშედეგოდ.

ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი სალომეს სთავაზობს, ალექსეი პრიმაკოვს დაუკავშირდეს. როგორც ირკვევა,
უკრაინელი მოცეკვავეც ეძებს პარტნიორს.

ალექსეი პრიმეკოვი კიევში ცხოვრობს და გარდა იმისა, რომ კარგად ცეკვავს, ლათინურ-ამერიკულ ცეკვებში ინდივიდუალურადაც ატარებს გაკვეთილებს.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS