18 ივლისი, 2016
"მაიას ნივთები, თუნდაც 70 ათასად ღირებული ვაზა, ეყოფოდა მშენებლობის დასრულებას?!" - რუსუდან კერვალიშვილი
რჩეულიშვილების ოჯახის ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ წყდება. ოჯახის ორი წევრი - მაია და გუკა რჩეულიშვილები ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან. მათ მიმართ წლების მანძილზე გაისმოდა დაზარალებული ბინათმფლობელების ბრალდებები, რომლებიც "ცენტ პოინტის" დამფუძნებლებს თანხების მითვისებაში ადანაშაულებდნენ. საიდან დაიწყო "ცენტრ პოინტის" პრობლემები და რა არგუმენტები აქვს რუსუდან კერვალიშვილს დისა და დისშვილის დასაცავად, ამაზე ყოფილმა დეპუტატმა "თბილისელებთან" ინტერვიუში ისაუბრა:

"ეს საქმიანობა ყოველთვის იყო დაკავშირებული სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ცვალებადობასთან. მდგომარეობა კარდიოგრამასავით იცვლება, ანუ, ბიზნესის მდგომარეობა ისეთია, როგორი ვითარებაც არის სახელმწიფოში.
სამწუხაროდ, "ცენტრ პოინტის" მსგავსი პრობლემები დღეს ბევრს აქვს საქართველოში, ასამდე სამშენებლო კომპანიას.

...ჩემი და თუ ზის, რატომ არ შემიძლია, მე ჩავჯდე?! მე ვარ დამფუძნებელი, მე მაქვს ყველაფერი გაკეთებული; თუ რამე გასატანი იყო კომპანიიდან 2008 წლამდე, მე გამქონდა. კომპანიის დამფუძნებელი ვიყავი, საერთოდ რაზეა ლაპარაკი?! სალომე ჩარკვიანი, რომელმაც 2004 წელს კომპანიასთან ჩაიარა, იმას აპატიმრებენ და მე არ მაპატიმრებენ?! რა უფლებით რომელი სამართლით? რატომ უნდა იყოს მაია ჩემ გარეშე თუნდაც ერთი ღამე? ჩვენ ერთნაირი მონაწილეობა გვაქვს ყველაფერში მიღებული. თუ იმას ელოდებიან, გაგრძელდეს შოუ და გამოგზავნონ ადამიანები, რომლებიც იყვირებენ სასამართლოში?! კმარა!... სამი წელიწადია პროკურატურა აგროვებს ადამიანებს, რომ კოცონი დაანთონ! კი ბატონო, დაგვწვან კოცონზე, თუკი ამით სასურველი შედეგი იქნება...

- არასდროს გიფიქრიათ, შეგეწყვიტათ ეს სამშენებლო ბიზნესი, თუკი არაფერი გამოდის და მხოლოდ ზარალში ხართ? არ ჯობდა, დაზარალებულები გაგესტუმრებინათ და სხვა საქმეს გააგრძელებდით?
- როგორ უნდა შეწყვიტოს? მაშინ, ვინ უნდა დაამთავროს საქმე? მე რომ პარლამენტში შევედი 2008 წელს, ამ დროს კომპანია ყვაოდა, იცით თქვენ?! იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
Mადონა
დაჩლუნგდა ერი, დაჩლუნგდა ხალხი, თუნდაც ისინიც, რომელთაც დიპლომები გააჩნიათ, წარმოუდგენიათ, რომ სვაროვსკის ქვები ბრილიანტებია და მილიონები ღირს, მე ვყიდულობ სვაროვსკის ფიგურებს, 80-100 დოლარი თითო, 300 და 500 დიდი ფიგურები და ამით თურმე გააკოტრა კომპანია მაია რჩეულიშვილმა? რა საცოდავები ხართ, აზროვნებაც რომ არ შეგიძლიათ, მთავარია წამოროშით, რომელი ანტუკვარები ღირს იმდენი, რამდენიც ბინები? გაგიგიათ რაღაც და წარმოგიდგენიათ რომ აჰა მილიარდები დააბანდა. ყველა ქვეყანაში ხდება კომპანიების გაკოტრება და ყველა ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს კომპანიები კრიზისიდან გამოიყვანონ და სახელმწიფო დაბალპროცენტიან სესხებს აძლევს. ბიძინამ რომ გამოაცხადა 3% იანი სესხები, სადაა? მისცეს ვინმეს? არა, თავად ბიძინას კომპანიები 3%-იანი სახელმწიფო სესხებით აშენებენ ბიძინას პროექტებს. დონალდ ტრამპის სამშენებლო კომპანია ორჯერ გაკოტრდა და სახელმწიფომ ორივეჯერ გამოიყვანა კრიზისიდან, რომ ხალხი არ დაზარალებულიყო, რას აკეთებს მთავრობა საქართველოში? ჩამოართვეს და დაუყადაღეს ყველა მშენებარე ობიექტი და გადასცეს სხვა კომპანიას, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ სხვა კომპანიას უნდა დაესრულებინა მშენებლობები, დაასრულეს? არა. გაყინეს, თავად მეპატრონეებისათვის რომ დაეტოვებინათ, ამ ხნის განმავლობაში ნელნელა ხალხსაც დააკმაყოფილებდნენ. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, რომ ხალხი არ დაზარალდეს, საქართველოში კი პირიქით ხდება. ასე რომ ვისაც გგონიათ რომ ანტიკვარები და სვაროვსკის შუშებია მიზეზი კომპანიის გაკოტრებისა, ტვინის არსებობაზე გაეშუქეთ...
05:28 / 27-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ოკო
ქალბატონო რუსუდან, მასეთი ვაზა რამდენი აქვთ და ტომრებით სვაროვსკის კენჭები? მაგრამ იმ დროს როცა თქვენ, ღვიძლი და ხაჭოს უქონლობას განიცდიდით და ამ ფაქტმა მთელი ქვეყანა სეძრა, ხომ შეეძლო მაშინ გაეყიდა თქვენს დას რაიმე და თქვენი ეს მოთხოვნილება რძის პროდუქტებზე დაეკმაყოფილებინა, მაგრამ როგორც ეტყობა, არ არის ამის ჩიტი. ამიტომ ხალხსაც არ ჰგონია, რომ რამეს გაყიდით და მშენებლობებს დაასრულებთ. ამიტომაც ისხედით 12-15 წელი და ხალხიც ცოტა დაშოშმინდება
12:31 / 23-07-2016
გამოხმაურება / 0 /
იაკოს
რამ და პირამიდამ. ხალხს ფული ბინებისტვის შეჰქონდა, მაგათ კი იმ ფულით ნაკვეთები შიძინეს და სხვა კორპუსების მშენებლობა დაიწყეს, საბოლოოდ კი გამოვიდა, რომ არცერთი მშენებლობა დამთავრებული და ჩაბარებული არაა.ხალხს შერჩა ზოგან შავი კარკასი, ზოგან ჩონჩხი და ბოლოს ვინც მოტუყვდა, იმათ საერთოდ საძირკველიც არა. ესაა ყველა პირამიდის ბოლო. მე პირადად ლაგუნასთან რომ კორპუსი ააშენეს და მგონი დღესაც არაა ჩაბარებული, მაგათ ფულს არ ვანდობდი.მაგრამ ამდენი მახინჯი ჩონჩხები უკვე მთელი ქალაქის უბედურებად იქცა.მე ის მაინტერესებს, ერთი-ორი კორპუსი რომ ვერ ჩააბარეს ვადებში, რატომ არ აჯარიმებდა სახელმწიფო. თუ ამის კანონი არ იყო, რას მიკეთებს პარლამენტი, რატომ არ მიიღეს დროზე ეს კანონი და როგორ მისცეს ამდენი ხალხსი მოტყუების უფლება? ამ ხალხის წინაშე ყველა ერთადაა დამნაშავე,თაღლითიც და ხელშემწყობიც.
09:42 / 23-07-2016
გამოხმაურება / 0 /
იაკო
ცუდი ფაცტია..მაგრამ..იქნებ ვინმემ მიპასუხოთ..რამ განაპირობა ..ყველაზე წარმატებული სამშენებლო კომპანიის ასეთი ქმედება..რომელსაც ..მილიონი კვ.მ -- აქვს აშენებული და..მერე უცებ თაღლითებად იქცნენ.. ??!!
16:20 / 22-07-2016
გამოხმაურება / 0 /
მანანა
აბა რა მოიფიქრე ქალბატონო რუსუდან დგეს ბოლო დგეა გესველებატ რამე ტუ არა ნუ გენანებატ ტკვენი ანტიკვარები და მილიონები და გადაიხადეტ ვალები ტორემ აგარც მილიონები და ანტიკვარები გექნებატ და ციხესიც წახვალტ კველანი. არავის ტქვენი ციხესი წასვლა არ უნდა სემი აზრიტ მაგრამ ტქვენ ირჯევტ მაგ გზას.
13:55 / 20-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS