01 ივლისი, 2016
მშობიარობის შემდეგ ლინდა ადამიამ სასურველი წონა დაიბრუნა, ნახეთ, როგორ გამოიყურება საცურაო კოსტიუმში
გასული წლის ოქტომბერში ''იქს ფაქტორის'' მონაწილე ლინდა ადამია დედა გახდა. მომღერალს ბიჭი შეეძინა, რომელსაც ჯარჯი დაარქვა. ლინდა 19 წლის იყო, როდესაც ''იქს ფაქტორში'' გამოჩნდა. ის სოფო ნიჟარაძის გუნდის წევრი იყო. პროექტში ვერ გაიმარჯვა, თუმცა თავი ყველას დაამახსოვრა.

როგორც ცნობილია, ლინდას მეუღლე, დათუნა ყიასაშვილი, ტატუს სპეციალისტია.

ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს. ლინდას ტატუს გაკეთება უნდოდა და მასთან მივიდა. მერე კი ყველაფერი სიყვარულით გაგრძელდა.

ბავშვის გაჩენის შემდეგ ლინდამ არასასურველი კილოგრამები მალევე მოიშორა. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ფოტოზე, სადაც საცურაო კოსტიუმშია,
სოციალურ ქსელში ფურორი მოახდინა. წერენ, რომ ლინდა არაჩვეულებრივ ფორმაშია და რომ ზუსტად ის წონა აქვს, რაც მას ყველაზე მეტად უხდება.
Rating
ბეჭდვა