29 ივნისი, 2016
შალვა რამიშვილი ''ილო ბეროშვილის შოუს'' აკრიტიკებს - ''თუ სახინკლე მეტ მაყუთს წერს - რესტორნის დედაც''!
შალვა რამიშვილი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ილო ბეროშვილის შოუზე საუბრობს.

''მქონდა იდეა გამეკეთებინა ამერიკული ნაითშოუს მსგავსი, მის მოტივებზე შექმნილი შოუ, ამერიცან გლოსს ის (ამერიკული ბრწყინვალების) ქართული რემიქსი, სადაც უარს ვიტყოდით ქაჯობებზე. მხოლოდ ეს იქნებოდა ის, რაც ამ პროდუქტს სხვა არხებზე ტრანსლირებული გოიმობებისაგან განასხვავებდა. ეს უნდა ყოფილიყო პროეტის "фიშკა". მე წამოვედი (იცით რატომაც), "იმედმა" კი ეს პროექტი გააგრძელა.

სამწუხაროდ მივიღეთ ქართული ქრესტომათიული ვარიანტი: რესპექტაბელურ რესტორანს რომ იწყებ და თვალსა და ხელს შუა ცუდ სახინკლედ რომ გადაგექცევა
ხოლმე. ბაზარი არაა..

თუ სახინკლე მეტ მაყუთს წერს - რესტორნის დედაც! მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რესტორანში უფრო ბევრი ხალხი დადიოდა (უფრო დიდი რეიტინგი ჰქონდა) ვიდრე ახლა დადის მაგ სახინკლეში.

ჩემი და ჩემი მეგობრების შრომა მენანება თორე "იმედი" რომ ამ ბოლო დროს "ეგზოტიკური" მენეჯმენტით გამოირჩევა ეს კი ვიცით ამ საქმის პროფესიონალებმა''.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS