29 ივნისი, 2016
სკანდალის მიუხედავად სტანისლავ ბონდარენკო ქველმოქმედაბაში მონაწილეობას აგრძელებს - ''სიკეთე გადამდებია''
''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დამთავრების შემდეგ ნანუკა ჟოჟოპლიანმა სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ბავშვისთვის, რომლის დასახმარებლადაც საქველმოქმედო სპექტაკლზე სტანისლავ ბონდარენკოს საქართველოში ჩამოიყვანეს, ფული არ გადაურიცხავთ, ნანუკას სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საბოლოოდ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ორგანიზატორებმა დღეს ბავშვოის დედას ფულის ჩარიცხვას დაჰპირდნენ.

სკანდალის მიუხედავად ბონდარენკო ქველმოქმედებაში მონაწილეობას კვლავ აგრძელებს.  ამჯერად სტანისლავს ბათუმში ელიან.

''სიკეთე გადამდებია, 30 ივნისს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება ლუკას და მათეს მხარდასაჭერი აქცია, რომელსაც შემოუერთდნენ და სპეციალურად ჩამოვიდნენ რუსეთიდან ქართველი ემიგრანტი ბავშვები "ძალა ერთობაშია".
დიდი მადლობა ნინო წიკლაურს და სტუდია "ბალანჩინო"-ს., წერს კულტურის პალატის თავმჯდომარე დათო ოქიტაშვილი ფეისბუქზე.

ბეჭდვა