29 ივნისი, 2016
სკანდალის მიუხედავად სტანისლავ ბონდარენკო ქველმოქმედაბაში მონაწილეობას აგრძელებს - ''სიკეთე გადამდებია''
''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დამთავრების შემდეგ ნანუკა ჟოჟოპლიანმა სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ბავშვისთვის, რომლის დასახმარებლადაც საქველმოქმედო სპექტაკლზე სტანისლავ ბონდარენკოს საქართველოში ჩამოიყვანეს, ფული არ გადაურიცხავთ, ნანუკას სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საბოლოოდ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ორგანიზატორებმა დღეს ბავშვოის დედას ფულის ჩარიცხვას დაჰპირდნენ.

სკანდალის მიუხედავად ბონდარენკო ქველმოქმედებაში მონაწილეობას კვლავ აგრძელებს.  ამჯერად სტანისლავს ბათუმში ელიან.

''სიკეთე გადამდებია, 30 ივნისს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება ლუკას და მათეს მხარდასაჭერი აქცია, რომელსაც შემოუერთდნენ და სპეციალურად ჩამოვიდნენ რუსეთიდან ქართველი ემიგრანტი ბავშვები "ძალა ერთობაშია".
დიდი მადლობა ნინო წიკლაურს და სტუდია "ბალანჩინო"-ს., წერს კულტურის პალატის თავმჯდომარე დათო ოქიტაშვილი ფეისბუქზე.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მეა
გესმით,ვითომ "ელიტავ" და დაბრმავებულო შოვინისტებო! სტასი აგრძელებს ქველმოქმედებას ბავშვიბისთვის ბათუმში, იზორია დროს ატარებს, "თეთრი ყვავივით",ხოფერიას შოუში. ანდრიას გაკეთებული კეთილი საქმე გინახავთ? ჟიური.., შეაფასეთ !
14:24 / 30-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინა
უაღრესად დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს,უპირველესად მისი ადამიანური ბუნების,უანგაროდ სიკეთის კეთების და გულწრფელი ღიმილის გამო,რომლითაც უხვად აჯილდოებს ირგვლივ! ცეკვით რომ საუკეთესოდ ცეკვავდა,ამას იდიოტის გარდა ყველა შეხედავდა,ამიტომაც ეკუთვნოდა გამარჯვება და კონკურსებში არსად,არცერთ ნორმალურ ქვეყანაში, არ ექცევა ყურადღება ეროვნებას,კანის ფერს და ა.შ.როგორც ბედკრულ საქართველოში,სადაც ვაიპატრიოტი უფრო მეტია,ვიდრე ჭეშმარიტად ქვეყნის მოყვარული.ნეტავ გვქონდეს ბედნიერება და ბევრი სტასი გვყავდეს საქართველოში,იქნებ ადამიანებსაც დავმსგავსებოდით,ერთმანეთის(და უკვე სხვა ეროვნების ადამიანებისიც) ზიზღი რომ გვჭამს და გვანადგურებს...
12:20 / 30-06-2016
გამოხმაურება / 0 /
მადონა
სხვა ეროვნების ადამიანმა საქარტველოში არუნდა გაიმარჯვოსო.ნუთუ არ რცხვენია ამის დამცერს იმის შემდეგ,რომ სტანისლავმა თავი არდაიშურა და ვაი ქარტველმა ვერგაიმეტა გადასარიცხად ,,,,სხვისი,,თანხა? მალადეც ქარტველებს.გაიხარე სტას უფალმა დაგილოცოს ამ სიკეთისთვის შენი შვილი.
15:06 / 29-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS