29 ივნისი, 2016
ჯანო იზორიას ემოციური პოსტი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დასრულების შემდეგ - „დილით ალიონზე ჩიტებსაც კი ვასწრებ გაღვიძებას და დავბორიალობ ქუჩებში“...
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ დამთავრების შემდეგ ჯანო იზორიამ, ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნდა, სადაც მსახიობი თავის ემოციებს გვიზიარებს. 

„არ ვიცი რა ვთქვა, როგორ გამოვხატო ეს ემოცია, სიხარული... არ ვიცი... ერთი ვიცი,რომ დილით ალიონზე ჩიტებსაც კი ვასწრებ გაღვიძებას
და დავბორიალობ ქუჩებში...

სასწაულების მჯერა, ისე სულ მიგრძნობდა გული, ჯერ არ ჩამოურბენია იმ თეთრ რაშს, არა ის მე არ გამომეპარება. 

სასწაულია, პირველ რიგში ამდენ ადამიანს უყვარდე, თან ეს ყველაფერი ცამდე ბედნიერს გხდიდეს და თან გაშინებდეს. არ ვიცი კიდევ ერთხელ ვიტყვი: მინდა უშველებელი
მკლავები მქონდეს და ყველა ჩაგიკრათ გულშიიი...

თქვენ შეძელით ჩემთან ერთად გამარჯვება. ჩემი გულით სატარებელ წარმოუდგენელ ოცნებებშიც კი რომ ვერ წარმოვიდგენდი ლეგენდარულ სუხიშვილებთან თუნდაც წუთნახევარი სცენაზე კოფნას. ამ ყველაფერმა იმოდენა რწმენა გააღვივა ჩემში, რომ მჯერა კიდევ ერთხელ ვიტყვი სასწაულების...

არ ვიცი როგორ გითხრათ ჩემო ნანუ და ილიკო, ჩემო და არა ჩვენო მინდა, ზღვისხელა მადლობა გადაგიხადოთ, მინდა ჯანმრთელობა, სიხარული გისურვოთ თქვენს მეგობარ სამშენებლო კომპანია "სვეტთან" ერთად. დიდ საქმეს აკეთებთ სულ ვფიქრობდი, რა გასაოცარია ამდენ ადამიანს აჩუქო ბინა. როდესაც იუბილეზე გადაეცა მოცეკვავეებს ემოციებისაგან გიჟს ვგავდი მიხაროდა. ხალხი ამაყად დადიოდა ამ სიკეთის კეთების შემდეგ და აღმოჩნდა ისე, რომ ერთ მშვენიერ დღეს მეც აღმოვჩნდი ამ უდიდესი სიკეთის წევრი.

თქვენ ჩემი ცხოვრება უფრო მიზანსწრაფული, უფრო შრომისმოყვარე და იმედიანი გახადეთ. გენაცვალეთ გულში ყველას, ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც ზღვიდან მთამდე გამაჩნია, მიყვარხართ...

ძალიან დიდი მადლობაVIVUS.GE_ს.მადლობა სილამაზის სალონ „NATALIS“, მადლობა ქალბატონ ციცინო შურღაიას. მადლობა სრულიად საქართველოს...
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
მტ
ბოროტებს არასოდეს არაფერი გექნებათ, სიკეთეში მოიხმარე ჯანო!
20:31 / 30-06-2016
გამოხმაურება / 0 /
888
ტირილს და წუწუნს რომელსაც წარმატება მოაქვს ქვია ახალი სახელი - "ჯანო"
16:08 / 30-06-2016
გამოხმაურება / 0 /
დალი
დაუმსახურებლად არაფერი არ ხდება!!!! შენ ეს დაიმსახურე უფლისგან და მოგეცა! მშვიდობაში მოიხმარე! კეთილი, შრომისმოყვარე, სუფთა,ალალი კაცი არ რჩება მოწყალების გარეშე! გაიხარე, წარმატებები და წინსვლა!
18:59 / 29-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ია
მშვიდობაში მაგრამ კაცს წუწუნი არ შეშვენის. მტელი საქართVელო უბინაოა მაგრამ გააქვთ თავი. ფოთში რომ ცხოვრობ ეგ უბინაობას არ ნიშნავს. ცარმატებები.
18:48 / 29-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ნატალია და იზის,ამ ორ სულელ დედკაცს
მაგრად მეცოდებით,ოღონდ მართლა რააა
18:45 / 29-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS