28 ივნისი, 2016
„შარშან გავიკეთე პირველად მკერდის ოპერაცია, დავიპატარავე. ამას პირველად ვამბობ“- ნინა წკრიალაშვილის გულახდილი ინტერვიუ
მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა გადაცემა „ანფასში“ გულახდილად ისაუბრა იმ პლასტიკურ ოპერაციებზე, რაც დღემდე აქვს გაკეთებული. 

- ვგიჟდები პლასტიკურ ქირურგიაზე, ზოგადად ერთს თუ გაიკეთებ, მეორეც გინდა, და მერე კიდევ რაღაც არ მოგვწონს. პლასტიკური ქირურგიის შედეგები ნანახი გვაქვს და მგონი, ათ წელიწადში მათ ჩემი ფოტოც მიემატება პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლების სტენდზე.

მომღერალმა გულახდილად გვიამბო, პირველად რა ოპერაცია გაიკეთა:  „ვიმშობიარე და დამრჩა ძლიან ცუდი სტრიები. მსუქანი არ ვიყავი,  ეს წონა მქონ
და და მუცელზე კანი მეწელებოდა. ძალიან მაწუხებდა. მერე გამიტყდა ცხვირი და ძალიან გამიხარდა, რომ ასე მოხდა, რადგან მეზარებოდა პატარა კორექიიისთვის ცხვირის ოპერაციის გაკეთება.

შარშან გავიკეთე პირველად მკერდის ოპერაცია, დავიპატარავე. ამას პირველად ვამბობ, ყველას ეგონა, რომ გადიდებული მქონდა, ასეთი მკერდი გენეტიკურად მაქვს“.

კითხვაზე აქვს თუ არა საჯდომი გაკეთებული ნინამ უპასუხა, რომ ცოტა კორექცია გაიკეთა და ცოტა ივარჯიშა და ასეთი შედეგი მიიღო. 

რომ ვამბობ, შემდეგი რა გავიკეთო- მეთქი, მეუბნებიან, შემდეგი ტვინი იყოსო.

ყველა ექიმი მეუბნება, არ გინდა ოპერაციაო და რომ გავიკეთებ, მერე ამბობენ, რომ კარგად მოვიქეცი, აღნიშნა ბოლოს ნინამ.
ბეჭდვა