28 ივნისი, 2016
„შარშან გავიკეთე პირველად მკერდის ოპერაცია, დავიპატარავე. ამას პირველად ვამბობ“- ნინა წკრიალაშვილის გულახდილი ინტერვიუ
მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა გადაცემა „ანფასში“ გულახდილად ისაუბრა იმ პლასტიკურ ოპერაციებზე, რაც დღემდე აქვს გაკეთებული. 

- ვგიჟდები პლასტიკურ ქირურგიაზე, ზოგადად ერთს თუ გაიკეთებ, მეორეც გინდა, და მერე კიდევ რაღაც არ მოგვწონს. პლასტიკური ქირურგიის შედეგები ნანახი გვაქვს და მგონი, ათ წელიწადში მათ ჩემი ფოტოც მიემატება პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლების სტენდზე.

მომღერალმა გულახდილად გვიამბო, პირველად რა ოპერაცია გაიკეთა:  „ვიმშობიარე და დამრჩა ძლიან ცუდი სტრიები. მსუქანი არ ვიყავი,  ეს წონა მქონ
და და მუცელზე კანი მეწელებოდა. ძალიან მაწუხებდა. მერე გამიტყდა ცხვირი და ძალიან გამიხარდა, რომ ასე მოხდა, რადგან მეზარებოდა პატარა კორექიიისთვის ცხვირის ოპერაციის გაკეთება.

შარშან გავიკეთე პირველად მკერდის ოპერაცია, დავიპატარავე. ამას პირველად ვამბობ, ყველას ეგონა, რომ გადიდებული მქონდა, ასეთი მკერდი გენეტიკურად მაქვს“.

კითხვაზე აქვს თუ არა საჯდომი გაკეთებული ნინამ უპასუხა, რომ ცოტა კორექცია გაიკეთა და ცოტა ივარჯიშა და ასეთი შედეგი მიიღო. 

რომ ვამბობ, შემდეგი რა გავიკეთო- მეთქი, მეუბნებიან, შემდეგი ტვინი იყოსო.

ყველა ექიმი მეუბნება, არ გინდა ოპერაციაო და რომ გავიკეთებ, მერე ამბობენ, რომ კარგად მოვიქეცი, აღნიშნა ბოლოს ნინამ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
Ar dablokot
Saubedurod tvins ver uxerxeben jer verapers torem mtel msoplios eshveleboda,saqartveloze agar vambob arapers.sxva dardi ar mogtses gmertma ninichka da ikete eg operatsiebi da ikavi meti Ra saqme gaqvs.
22:34 / 03-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ინგა
რამხელა გული, ნერვები და განწყობა გინდა , შენი ნებით მიხვიდე ქირურგთან როცა არაფერი გაწუხებს და არც კურიოზული გარეგნობა გაქვს. ეს არის ერთგვარი მოდის აყოლა მთელს მსოფლიოში. ყოველგვარი ოპერაციული ჩარევა ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითად აისახება. მაშინ, როცა მძიმედ ავად არის ადამიანი ნებისმიერი სულით მკურნალი ოპერაციული ჩარევის გადაწყვეტილებას იღებს ბოლო მომენტში. მკერდი არის ქალის ყველაზე სათუთი ორგანო და ასევე რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ცხვირი პირდაპირ დაკავშირებულია საკვერცხეებთან. შეიძლება ხმამაღლა არცერთმა ექიმმა არ განაცხადოს კოლეგიალობის გამო. ასევე არის ტატუც, ის არის ქიმიური ნივთიერება. კი შეიძლება რაღაც მოიხატო ერთგან, ან ადამიანს ცალი ყური, თვალის ჭრილი პატარა აქვს. ბოლო ბოლო რომელიმე ორგანო კურიოზული აქვს. მაგრამ,ახლა ბუმია პლასტიკური ქირურგიის და ხშირად ისინი მიმართავენ ვისაც ეს არ სჭირდება. კარგავენ ინდივიდუალობას,ერთნაირი დაყენებული სახეები მათი ნაკვთების განსხვავებულობის მიუხედავად. ხმა რომ არ გაიღონ სანთლის თოჯინები გეგონება.
16:37 / 03-07-2016
გამოხმაურება / 0 /
თიკო
არ მიყვარს ეს გოგო
20:15 / 01-07-2016
გამოხმაურება / 0 /
მადონა
ნინა,გულახდილად გეუბნები,ვინც გირჩევს კიდევ გაიკეთეო შენი მტერია,შეჩერდი.მეტი აღარაფერი გჭირდება,შენც ხომ იცი რა ხდება გადამლაშებისას.მერე ისინივე დაგცინებენ ვინც ახლა გირჩევენ მიდი-მიდიო.მე არც შენი მეგობარი ვარ არც მტერი ,ამიტომ ვარ ობიექტური და სწორედ ამიტომ უნდა დაიჯერო ჩემი რჩევა.
12:20 / 01-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ერთადერთი რამ, რის გადიდება-დაპატარავებას არასოდეს თხოვს ადამიანი არც ღმერთს და არც პლასტიკურ ქირურგს და თვლის რომ საკმარისად აქვს, ეს არის ტვინი.
12:01 / 01-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS