28 ივნისი, 2016
გიორგი ვარდოსანიძე „ცეკვავენ ვარსკვლავებზე“ - „სალომე, შენ ხარ ყველაზე მაგარი, ეს მე ვიცი, და ეგ თასი „მამენტ“ შენია“
გიორგი ვარდოსანიძე "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეექვსე სეზონს აქტიურად ადევნებდა თვალს. ფეისბუქზე თავის ემოციებს ხშირად წერდა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სუხიშვილებმა ჯანო იზორიას ბინა გადასცეს, გიორგიმ ემოციური ვიდეო გაავრცელა ფეისბუქზე.

"ძვირფასო მეგობრებო, ხმა აღარ მაქვს, იმდენი ვიყვირე, ეს ეხება პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებს", სადაც ძალიან ბევრი ჩემიანი იყო.

მოკლედ, სტასს ვულოცავ გამარჯვებას, ეკუთვნოდა 100 000 პროცენტით. არ გიცნობ, არ მინახიხარ თვალით, მაგრამ ოქრო კაცი ხარ.

სალომე, შენ ხარ ყველაზე მაგარი, ეს მე ვიცი, და მთელმა საქართველომ
იცის და ეგ თასი მამენტ შენია.

რაც მთავარია მეგობრებო, ჯანო ჩემო ძმაო, ჩემო ოქროს კაცო, მიიღე ეს საჩუქარი, იმიტომ ნრომ გეკუთვნის. გილოცავ და შენს ახლად შექმნილ ოჯახთან ერთად ბედნიერი ცხოვრება გქონოდეს ამ ბინაში.

უბრალოდ რიგითი მაყურებელი ვარ და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ილიკო სუხიშვილს და ნანუს, ოქროები ხართ, ილიკო ჩემო ძმაო, ჩემო თანამებორბლე, დღეს თქვენ ძალიან ძალიან ძალიან მაგარი რაღაც გააკეთეთ. ჯანო გილოცავ, მადლობა რომ არსებობ“.
ბეჭდვა