28 ივნისი, 2016
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული სტანისლავ ბონდარენკო გახდა - „სტანისლავმა გაიმარჯვა და ჯანო დაჯილდოვდა“
"ცეკვავენ ვარსკვლავების" მეექვსე სეზონის გამარჯვებული სტანისლავ ბონდარენკო გახდა. მას საჩუქრად ბინა გადაეცა, ხოლო მეორეადგილზე გასულ ანდრია გველესიანს საჩუქრად მანქანა გადაეცა. საჩუქრის გარეშე არ დარჩენილა ჯანო იზორია. მას სუხიშვილებმა თბილისში ბინა გადასცეს. ჯანომ გარდა ამისა სხვა პრიზებიც მიიღო.

სოციალურ ქსელში სტანისლავ ბონდარენკოს გამარჯვებას შემდეგი კომენტარებით ეხმაურებიან:

"სტანისლავმა გაიმარჯვა და ჯანო დაჯილდოვდა"

"მგონი მეზობლები იქნებიან ახალ ბინაში"

"ქველმოქმედი , უკეთილშობილესი, რომელსაც ძალიან შეუყვარდა ყველაფერი ქართული. ბრავო! დამსახურებული გამარჯვებააა!
ღირსეული გამარჯვებაა გ ი ლ ო ც ა ვ
თ !!!! (ჯანომ იმდენი იწუწუნა, რომ სტასსაც გადაასწრო საჩუქრებში)"

"ფუი, თქვენს ქართველობას. სტასსს არაფერს ვერჩი, მაგრამ შტერობაში გადაგდით ეს სტუმართმოყვარეობა"

"ეს სტუმართმოყვარეობა არააა! ეს ღირსეული გამარჯვებაააა! ვეთანხმები დანარჩენებს! ეს, ქართულ ტელესივრცეში, მუსიკალური პროექტების ისტორიის მანძილზე, პირველი სამართლიანი ჩვენება გულშემატკივართა შეფასებისა"!!!

"ღირსეული გამარჯვებული ყავს პროექტს, კიდევ კარგი"

ყველაზე გახარებული კი სტანისლავის შვილი მარკია, რომელმაც ცრემლები ვერ შეიკავა, როდესაც გაიგო, რომ პროექტში მამისმა გაიმარჯვა.

Rating
ბეჭდვა