27 ივნისი, 2016
ეკა ანდრონიკაშვილი მეორე ბიჭის დედა გახდა - მსახიობმა ამერიკაში იმშობიარა
მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი მეორე ბავშვის დედა გახდა. მსახიობი ფეისბუქზე ახალშობილის ფოტოს აქვეყნებს. როგორც კომენტარებისგან ირკვევა, ახალშობილს ნიკოლოზი დაარქვა.

ეკას პირველი ქორწიბნებიდან ბიჭი ჰყავს, ლუკა ნაკაშიძე. ეკა ანდრონიკაშვილის და მსახიობ გიორგი ნაკაშიძის ოჯახი თერთმეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაინგრა. მას შემდეგ ეკა ინტერვიუებში ხშირად ამბობდა, რომ არისტოკრატ მამაკაცს ელოდებოდა.

"არისტოკრატში წარმომავლობას არ ვგულისხმობ, ეს მეც არ მაკლია. ვგულისხმობ შინაგან მდგომარეობას, აღზრდას, ინტელექტს და ა.შ. პიტერ ოტულის მსგავსი ტიპაჟი მომწონს. ''როგორ მოვიპაროთ მილიონში'' მთავარ როლს რომ თამაშობს. მაღალი აღნაგობის,
ცისფერი თვალებით, ბუნებით ცოტა ავანტიურისტი, იუმორის მქონე და თან მდიდარი. ძალიან კარგი ვინმე აღვწერე, ხომ?.. იმედია, ასეთი პიროვნება წაიკითხავს ამ ინტერვიუს და მიხვდება, რომ მას ველოდები". ამბობდა ეკა „რეიტინგთან“ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.

ეკამ ამერიკაში იმშობიარა. ნიუ-იორკის სამშობიაროში ეკა ლიკა ევგენიძემ მოინახულა. „გაიცანით ჩემი პატარა დეიდაშვილი“, წერს ლიკა და ახალშობილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

ვუერთდებით ეკას უამრავი მეგობრის მილოცვას და ნიკოლოზის დაბადებას ვულოცავთ.

RatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ამ ქალის გაყინულ და არაფრისმთქმელ სახეზე არაფრის თქმა არ მინდა
22:07 / 02-07-2016
გამოხმაურება / 0 /
მარი
ვინაა სპონსორი?ესეც გვაინტერესებს...რა მაგარ მოდაში შემოვიდა ეს ამერიკაში მშობიარობა?გიჟდება ამერიკა ქართველებზე ხო?ფვინ რაში გამოიყენა ერთი ეს მითხარით???
01:40 / 01-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინაჯანმრთ
ჯანმრთელი და ბედნიერი პატარა გაზრდილიყოს! ეკა ძალიან კარგი მსახიობი და ადამიანია!
12:24 / 30-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა
და მამა ვინაა,მამა?
00:33 / 30-06-2016
გამოხმაურება / 0 /
მანანა
გილოცავ უპალი გპარავდე.
01:56 / 28-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS