27 ივნისი, 2016
რას წერდა ომარ ქაფიაშვილი მაგდა პაპიძეს მკვლელობამდე ერთი თვით ადრე
თბილისის საქალაქო სასამართლოში ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი გრძელდება.

დღეს პროცესზე საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი ალექსანდრე ფოცხვერაშვილი დაიკითხა. ამასთან, პროცესზე დაკითხეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების ყოფილი ექსპერტი გელა კვიტაძე. სწორედ მან ჩაუტარა მაგდა პაპიძის და მისი მეგობრის, ოთარ ბერძენიშვილის მობილურ ტელეფონებს ექსპერტიზა.

კვიტაძის დაკითხვის დროს, პროკურორებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულისა და მოკლული ომარ ქაფიაშვილის მიმოწერის მცირე ფრაგმენტი გაასაჯაროვეს.

მკვლელობამდე ერთი თვით ადრე, ვაიბერში გაგზავნილ შეტყობინებაში, ქაფიაშვილი პაპიძეს წერს: "თოკოს და ომარს
უყვარხარ გულში" და შვილთან გადაღებულ სელფს უგზავნის. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS