27 ივნისი, 2016
''ჩემი ცოლის დაქალებს'' აკრიტიკებენ - ''ღმერთმა გვაშოროს ზაზასნაირები''
''ჩემი ცოლის დაქალების'' ბოლო რამდენიმე სერიაში გიორგი ბოჭორიშვილის გმირზე კრიტიკული კომენტარები არ წყდება. სერიალს გამოეხმაურა ოთო ნემსაძის შეყვარებული სოფო მეძმარიაშვილი:

''ზაზას პერსონაჟი იმდენად მეზიზღება, რომ ვინც კი უწერს სცენარს იმასაც ვეღარ ვიტან''.

სცენარისტის გარდა კრიტიკა არ დააკლეს არც ზაზას როლის შემსრულებელ გიორგი ბოჭორიშვილს. ბევრს ჰგონია, რომ გიორგი მის გმირს რეალურ ცხოვრებაში ჰგავს. 

გიორგი მეგობარმა ზაზას ფოტო ატვირთა ფეისბუქზე, სადაც ჩანს, თუ როგორ ამზადებს გიორგი საჭმელს.

''ჰოდა, აღარ იკითხოთ ამიერიდან ზაზასნაირია თუ არა, უკარგესი ბიჭია. ღმერთმა
გვაშოროს ზაზასნაირები''.

Rating
ბეჭდვა