27 ივნისი, 2016
''ჩემი ცოლის დაქალებს'' აკრიტიკებენ - ''ღმერთმა გვაშოროს ზაზასნაირები''
''ჩემი ცოლის დაქალების'' ბოლო რამდენიმე სერიაში გიორგი ბოჭორიშვილის გმირზე კრიტიკული კომენტარები არ წყდება. სერიალს გამოეხმაურა ოთო ნემსაძის შეყვარებული სოფო მეძმარიაშვილი:

''ზაზას პერსონაჟი იმდენად მეზიზღება, რომ ვინც კი უწერს სცენარს იმასაც ვეღარ ვიტან''.

სცენარისტის გარდა კრიტიკა არ დააკლეს არც ზაზას როლის შემსრულებელ გიორგი ბოჭორიშვილს. ბევრს ჰგონია, რომ გიორგი მის გმირს რეალურ ცხოვრებაში ჰგავს. 

გიორგი მეგობარმა ზაზას ფოტო ატვირთა ფეისბუქზე, სადაც ჩანს, თუ როგორ ამზადებს გიორგი საჭმელს.

''ჰოდა, აღარ იკითხოთ ამიერიდან ზაზასნაირია თუ არა, უკარგესი ბიჭია. ღმერთმა
გვაშოროს ზაზასნაირები''.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
თამარი
ამ ბოლო დროს ზაზა შეიცვალა უკეთესობისკენ.
13:43 / 17-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ტოტო
არ გეწყინოთ,მაგრამ ძალიან დაბალი დონის სერიალია. დიდი ხანია არ ვუყურებ.ზოგჯერ ნაწყვეტებიდან,არხების გადართვის დროს ისეთი დიალოგები ისმის,რომ ...
18:17 / 02-07-2016
გამოხმაურება / 1 /
ზაზა
რა, ინდურები უკეთესია? ძაან მაგარი სერიალია..
13:18 / 17-02-2018
მე
სერიალის პერსონაჟი ზაზა მართლაც ძალიან გამაღიზიანებელია.... ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ქართველი მამაკაცების უმეტესობა ზაზასნაირია( ყველას არ ვეხები!). სამწუხაროდ ასეა....((
09:57 / 28-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ჩემი აზრით კრიტიკას კი არა დიდ სიყვარულს იმსახურებენ ისინი თითოეული მათგანი,იმიტომ რომ,ეს არის ზუსტად ჩვენი სახე,ესენი ვართ,სწორედ ეს გვაღიზიანებს საკუთაარ თავს რომ ვხედავთ როგორც სარკეში.უნდა გაგრძელდეს ის დიდხანს იმიტომ რომ იქნებ შევიგნოთ ასე მაინც რამე
01:01 / 28-06-2016
გამოხმაურება / 0 /
თინიკო
ეს იმას ნიშნავს,რომ გიორგი კარგი მსახიობია და შესანიშნავად ასრულებს თავის როლს :) ჩემს ახალგაზრდობაში ედიშერ მაღალაშვილს ხალხი ვერ იტანდა(უარყფითი გმირების უბადლო შემსრულებელს) და მახსოვს,ქუჩაშიც კი საყვედურობდა ხალხი,რატომ იქცევი ასე უკადრისადო :) იმიტომ,რომ ბატონი ედიშერი საუკეთესოდ ასრულებდა თავის როლებს.ცხოვრებაში კი უკეთილშობილესი ადამიანი იყო :) მინდა წარმატებები ვუსურვო ახალგაზრდა მსახიობს-გიორგი ბოჭორიშვილს :)
20:30 / 27-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS