26 ივნისი, 2016
სოფო ნიჟარაძე გიორგი ვარდოსანიძეს - „მინდა, სულ ასეთი საყვარელი იყო“!
26 ივნისს იუბილარია მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე. ეს მნიშვნელოვანი დღე გიორგის ერთ-ერთმა პირველმა სოფო ნიჟარაძემ მიულოცა. სოფო და გიორგი ჯერ კიდევ მაშინ დამეგობრდნენ, როდესაც წლების წინ პროექტ „მე მიყვარს ქუთაისში“ მიიღეს მონაწილეობა და კლიპი „თეთრი ვარდები“ გადაიღეს. სოფომ სწორედ მაშინ გადაღებული ფოტო და შემდეგი მილოცვა ატვირთა ფეისბუქზე:

„დაბდღეს გილოცავ ჩემო საყვარელო, ჯანმრთელი, ბედნიერი და გახარებული იყავი სულ! ცანცარა კი ხარ, მაგრამ შენ გიხდება მართლა! ყოველთვის კარგი, თბილი და დადებითი ენერგეტიკა  შეგაქვს სადაც ხარ და მინდა, სულ
ასეთი საყვარელი იყო! უამრავი წარმატება შენ ყველგან და ყოველთვის“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS