25 ივნისი, 2016
გაჩკა და ნინი ბადურაშვილი ინდური სერიალების წინააღმდეგ - „ეს არის ღვთის სასჯელი“
მომღერალ ნინი ბადურაშვილს ინდური სერიალები არ მოსწონს. 

„ნეტა რა დავაშავეთ ქართველმა ერმა ასეთი,რომ ყველა არხზე ინდური სერიალია“, წერს ნინი ფეისბუქზე.

„თურქულში მსახიობები ბევრად კარგად თამაშობენ და სიუჟეტიც შედარებით აზრიანია . აქ ეს ხელოვნური ემოციები მკლავს და ბოლოს მიღებს“

ნინის მსახიობი ნინო გაჩეჩილაძეც თანხმება „მე მაგაზე მქონდა ადრე სტატუსი, ეს არის ღვთის სასჯელი თქო! მსგავსი მარაზმი ალბათ არსად არ ხდება“.

ნინი: „მართლა რატო მოგვესაჯა ნეტა რემელი ცოდვისთვის“

„ვოცნებობ,რომ ჩავრთავ ქართულ არხს და წესიერი ფილმი ან გადაცემა იქნება.
 აი, ხომ შეიძლება ამ ინდური იდიოტიზმის 800 სერიის გახმოვანების მაგივრად რამე კარგი ფილმი გაახმოვანონ და გაუშვან“?, ვკითხულობთ ნინის სტატუსის კომენტარებში.
ბეჭდვა