24 ივნისი, 2016
„მის მკერდის“ ორგანიზატორი განმარტებას აკეთებს - „რომელიღაცამ დრო იხელთა და წარწერა გადააკეთა, რადგან მომხდარიყო ის რაც მოხდა“
23 ივნისს „მის მკერდის“ კონკურსი გაიმართა. ყველაზე მეტი ყურადღება „მის დეკოლტეს“ ხვდა წილად, რადგან ლენტაზე, რომელიც გამარჯვებულს გადასცეს, „მის დეკოლტეს“ მაგივრად „მისს დეკოდრე“ ეწერა. 

„მის მკერდი 2016“ მაგარი კონკურსი ჩაატარეთ რა. ობიექტური რომ არ იქნებოდა, ეს ისედაც ნათელია, რომელი კონკურსია საქართველოში ობიექტური, მაგრამ ზედმეტი ფულის გადახდა დაგენანათ, ცოტა დაგრჩებოდათ? ჯერ რა საღებავით და კალიგრაფიით დააწერეთ ტიტულები, თქვენი ხელით გააკეთეთ? მერე კიდევ დეკოლტეა და არა დეკოდტე პლიუს, მისს ინგლისურად კი იწერება 2 ესით და ქართულად ერთი
სანი უნდა“ ასე ხალისობდა ფეისბუქმომხმარებელი მთელი დღისგანმავლობაში. 

მის დეკოლტე ნინო ჭელიძე კი წუხდა,რომ დაცინვის ობიექტი გახდა. დღის ბოლოს კონკურსის ერთ ერთმა ორგანიზატორმა სოსო კავკავაშვილმა მომხდართან დაკავშირებთ განმარტება გააკეთა.

„მის მკერდი 2016 საქართველოს ფინალზე მომხდარი ინციდენტს ვეხმაურები , როგორც კონკურსის ერთ ერტი ორგანიზატორი, როდესაც ჩვენთან ტიტულიანი ლენტები მოვიდა მე გადავათვალიერე ეს ლენტები და იქ შეცდომა არ მინახავს, რომელიმე ლენტზე, ამიტომ ლოგიკურად ვფიქრობ , რომ „რომელიღაცამ" დრო იხელთა და ლენტაზე წარწერა გადააკეთა, რადგან მომხდარიყო ის რაც მოხდა და საზოგადოებას მისცეომდა კიდევ ერთი საქილიკო თემა ამ კონკურსზე. ვფიქრობ რომ ეს მავანთ დასჭირდათ პიარისთვის. რომლის ნიშნებიც აშკარად გამოჩნდა. მე გამარჯვებას ვულოცავ ნინო გოგავას და მადლობას ვუხდი ყველა კონკურსანტს კონკურსში მონაწილეობისთვის.“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS