24 ივნისი, 2016
''ამბავი მინდა მოგიყვეთ... მაია თაბაგარი არასოდეს იკადრებდა იმას, რასაც ნანა ლეჟავა იკადრებს''
როგორც ცნობილია, „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი მაია თაბაგარი სამსახურიდან გაათავისუფლეს და მის მაგივრად ნანა ლეჟავა დაინიშნა.

ნანუკა ჟორჟოლიანი
''იმედში'' მიმდინარე მოვლენებს შემდეგი სტატუსით ეხმაურება. 

''ამბავი მინდა მოგიყვეთ. რატომღაც მგონია უნდა იცოდეთ.

მამაჩემმა 2006 წელს იყიდა თბილისის ზღვაზე მიწა და ააშენა სახლი. მისი და თბილისის ზღვის ისტორია ცნობილია. ყველა დაცინოდა მანდ მიწას რატომ ყიდულობო:) ის ამტკიცებდა რომ ტერტორია როდესმე მიმზედველი გახდებოდა. სახლშიც ბევრი წინააღმდეგობა ქონდა, მაგრამ თავისი გაიტანა. მოკლედ, ზურიკო და დაჯი ( ჩემი მშობლები) სიბერისთვის
სამოთხეს წლებია, აგურ-აგურ აშენებენ თბილისის გარეუბანში.

ერთხელაც ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ მოამზადა სიუჟეტი, თბილისის ზღვაზე კოდუამ აგარაკი აიშენაო. ვრცელი ზღაპარი მიუძღვნა ამ ამბავს. მამაჩემმა დაურეკა, იმიტომ რომ მას პირადად იცნობდა, კიევში ნარინჯისფერი რევოლუციის დროს როგორც ჩემთვის, ისე ნანასთვის მოქონდა თერმოსით ყავა. ყინვები იყო მაშინ უკრაინაში და ცხელ ყავას სულ სხვა ფასი ქონდა :) მოკლედ, დაურეკა ზურიკომ და უთხრა, შვილო ჩემია ეს სახლი, რა მიჭირს სხვის სახლში ვიცხოვროო, მოდი განახებ საბუთებს როდის ვიყიდე მიწა, როდის დავიწყე სახლის მშენებლობაო. ნანა დაპირდა მოვალ აუცილებლადო. პირობა პირობად დარჩა, მაგრამ ამას ვინ დაეძებს. იმავე ადგილას მივიდა და მეორედ გააკეთა რეპორტაჟი იგივე პათოსით. თითქოს სახლი ერეკლე კოდუას ეკუთვნოდა.

ჩემი ძმა რომ დააკავეს ხომ გახსოვთ. სახლიდან აიყვანეს. სპეცრაზმი ისე შევიდა გეგონება ტერორისტს იჭერდნენ. დედაჩემი ამიტომაც იყო ნაწყენი. ნიღბიანები ვერ გაიგო რატომ იყო აუცილებელი აყვანის დროს. ირაკლი საქართველოში არ იყო და შესაბამისად ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვიგებდი დიდხანს. უფრო მართალი ვიქნები თუ ვიტყვი რომ ინფორმაცია აგვიანებდა. მოკლედ, მიშკას ამბავი კი იცით, იჯდა გლდანში მაგრამ ეს სხვა თემაა. ნანა ლეჟავამ გააკეთა რეპორტაჟი თითქოს მიშკა ქუჩაში აიყვანეს, ვისოლის ოფისთან სადაც თითქოს ერეკლე კოდუა მივარდა ამას როგორ ბედავთო. ამ ამბავს ტყუილში არ ჩავუთვლიდი რომ არა ერთი ამბავი. ჩემმა ოჯახმა როდესაც გაიგო, რომ რეპორტაჟის გასაკეთებლად ნანას გადაცემა იყო მისული სახლში, კარები გაუღეს და მოუყვნენ რეალობა რა იყო. მიშკა სახლიდან როგორ გაიყვანეს, ყველა დეტალი მოკლედ..

ნანა ლეჟავა რომ ამ ყველაფერს ფარულად წერდა სხვა თემაა, პრობლემა იმაშია რომ მაინც ტყუილი თქვა.

მამალი ტყული თან. ანუ რაც ჩემი ოჯახის წევრებმა მოუყვნენ უბრალოდ დამალა. მახსოვს მისი კომენტარი ბესლანში რომ დააკავეს, ისეთი რაღაც დამალევინეს აღარაფერი აღარ მახსოვსო და ამიტომაც არ მიკვირს. იმიტომ რომ ეს არის გოგო, რომელმაც შიძლება ყველაფერი იკადროს.

არ გეგონოთ ეს წყენა პირადი იყოს. წარმოგიდგენიათ რამდენი სიუჟეტი გაკეთებულა ჩემს ყოფილ მეუღლეზე? მიშკაზე სხვებმაც გააკეთეს რეპორტაჟი, მაგრამ როდესმე რამე მითქვამს კოლეგებზე? არასოდეს. იმიტომ რომ ჟურნალისტებიც ვცდებით ხანდახან. წყარო ჩვენც გვატყუებს, მაგრამ როცა მეორე მხარე კომენტარს გაძლევს და არ აჩვენებ, მალავ და მაინც ტყუილის ტირაჟირებას აკეთებ მხოლოდ ოროსანი ჟურნალისტი არ ხარ. უბრალოდ საშიში ადამიანი ხარ, რომელიც ყველაფერს იკადრებ.

აი, ასეთი გოგო დანიშნეს ''იმედის'' საინფორმაციო სამსახურის უფროსად და იცით რატომ? მაია თაბაგარი არასოდეს იკადრებდა იმას, რასაც ნანა ლეჟავა იკადრებს. ესე იგი უნდათ ტყუილი, ტყუილი და მხოლოდ ტყუილი. არაფერი ტყუილის გარდა. ამას კიდევ ბევრი არ იკადრებს ქართულ მედიაში''.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
მე
რუსთავი2-ის "ჟურნალისტო", შემ როგორ კადრულობ და ენას იღებ ამ თემაზე? არ გეკითხები "არ გრცხვენია?"-თქო, იმიტომ რომ რ2-ში ეს ვის გაქვთ?!
14:35 / 29-06-2016
გამოხმაურება / 0 /
მაკო
ჟორჟოლიანი, საერთოდ ნუ იღებ ხმას სიმართლეზე და ღირსებაზე, თვითონ უნდა გქონდეს ღირსება, სხვისი ღირსება რომ დაინახო...
14:13 / 29-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ნათ
არ გაიშვა ამათი პირდაპირობა უტიფრების პარადი !
09:51 / 29-06-2016
გამოხმაურება / 0 /
mari
ნანა მართლაც მატყუარა და უტიფარია, ეს ყველამ იცის, მაგრამ ნანუკა მოდი ვთქვათ სიმართლე შენ რომ კოდუას გერლფრენდი არ ყოფილიყავი მაშინ მამაშენი მაგ მიწის ნაკვეთს 2006 წელში ვერ შეიძენდა ჩემო კარგო. გამივლია მაგ ნაკვეთთან და ვიცი და ადგილიცაა მართლაც სამოთხეა და მიშას დროს სამოთხეს არავინ მიჰყიდდა იმ ფასში. ახლა აღცევნები მოდის და დაიწყება ბოღმის ნთხევა. ჩვენ რა ვქნათ ჩვეულებრივმა ქართველებმა თქვენი შემხედვარე? იმედი მაქვს ნანა წარმატებული პროდიუსერი იქნება და იმედი ვითომ დაბალანსებული არ იქნება არამედ მკაცრად პროსამთავრობო. ამოვიდა ყელში მარტო რ2 დეზინფორმაცია. ახლა საპირისპირო ტიპის დეზინფორმაციას მოვუსმენთ
12:48 / 28-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ბელა
ეს ტექსტი "კოპირებულია" ნეტავ ორიგინალიდან? როგორ შეიძლება ამდენი გრამატიკული თუ სტილისტური შეცდომა დაუშვას ჟურნალისტმა წერისას?! სირცხვილია. და თუ არ არის "კოპირებული", ვინც დაწერა იმასაც არ სცოდნია საერთოდ ქართული :( რა უხერხულია
12:45 / 28-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS