24 ივნისი, 2016
„თუ მე ვიქნები პროექტ -„ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებული, მინდა განვაცხადო, რომ ბინას, რომელსაც მივიღებ, ჩემს მეგობარს ჯანო იზორიას გადავცემ“
სოციალურ ქსელში არ წყდება კამათი, "ცეკვავენ ვარსვლავებში" ჯანო იზორიას ფინალში არ მოხვედრის შესახებ. ბლოგერმა გურამ შეროზიამ ვრცელი ბლოგი მიუძღვნა ამ ამბავს - „დაიმახსოვრეთ, რომ ეს არ არის საქველმოქმედო კონკურსი, სულ რომ ხიდის ქვეშ ცხოვრობდე, მამინაცვალი გაუპატიურებდეს, თუ მეხი დაგეცეს – არ გვაინტერესებს! გულით თანაგრძნობა სხვა თემაა, მაგრამ მოგებისთვის – აუცილებელია კარგი ცეკვა“, წერდა შეროზია.

გურამ შეროზიას ბლოგი გაიზიარა დავით ოქიტაშვილმა. „არ მინდოდა გამომექვეყნებინა ის მიმართვა რასაც ვაპირებდით მასთან ერთად მისი მეგობრები. მაგრამ ამ უაზრო ლანძღვა-გინებამ
გადაგვაფიქრებინა. დაე, გადაწტყვიტოს ქართველმა ბრძენმა ერმა გამარჯვებული“
დაწერა დავით ოქიტაშვილმა და სტანისლავ ბონდარენკოს განცხადება გაავრცელა:

"სტანისლავ ბონდარენსკოს განცხადება

მინდა ჩემთვის ძვირფას ქართველ საზოგადოებას, ჩემს საყვარელ მაყურებელს მივმართო.

მე, საქართველოში ქველმოქმედებისთვის ჩამოვედი მეგობრებო. ჩემი მიზანი აქ ჩამოსვლის იმ ადამიანების თანადგომა იყო, არის და იქნება, ვინც დახმარებას განსაკუთრებით საჭიროებენ. ვისი ჯამრთელობისთვის ჩვენ, ადამიანებს შეგვწევს უნარი და ძალისხმევა, რომ ვაკეთოთ კეთილი საქმე და გვერდით დავუდგეთ მათ. მიხარია, რომ მე შევძელი რამდენიმე ბავშვის დასახმარებლად მცირე წვლილის შეტანა.

ბედნიერი ვარ იმ დამოკიდებულებით, რაც ქართველი ხალხის მხრიდან ვიგრძენი და დღემდე ეს დამოკიდებულება ასეთი თბილია. ჩემთვის სასიამოვნო ფაქტია, რომ ვარ სახალხო პროექტის"ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ პროექტში მოხვედრა ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა მეგობრებო. მივიღე წინადადება და რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანმხდი. ქართველი საზოგადოების მხარდაჭერით, დღეს უკვე პროექტის ფინალისტი ვარ.

მე ვგრძნობ ამ დიდ თანადგომის მიღმა, როგორი გულწრფელი სიყვარული დავიმსახურე თითოეულ თქვენგანში. ამ უდიდეს ჯილდოს, რასაც ხალხის სიყვარული ჰქვია, მინდა ჩემი მოკრძალებული განცახდებით ვუპასუხო.

ჩემო მაყურებლებო, ჩემო მხარდამჭერებო იმ შემთხვევაში, თუ მე ვიქნები პროექტ -"ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებული, მინდა განვაცხადო, რომ ის ბინა, რომელსაც მივიღებ, ჩემს მეგობარს ჯანო იზორიას გადავცემ.

ის ამას ნამდვილად იმსახურებს. მე ვიცი, რომ ჯანო არის საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხიდან-აფხაზეთიდან. ჩვენი სიძლიერე ერთობაში, თანადგომასა და სიყვარულშია. ჯანო ჩემთვის ამ ძლიერი, ერთიანი საქართველოს სიმბოლოა. მე ბედნიერი ვიქნები, თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა და ეს თქვენი დამსახურება იქნება.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თითოეულ მხარდამჭერს, ორგანიზაციას, რომელმაც აქ ჩამომიყვანა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ქველმოქმედებისთვის გაღებულ საქმეში ჩართვის შესაძლებლობა მომცა"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 75 /
დაჯი
სტას ძალიან ღირსეული ადამიანი ხარ.ღმერთმა ყველა კეთილ საქმეში ხელი მოგიმართოს.მადლობა შენს მშობლებს ასეთი შვილის გაზრდისთვის. მიბაძეთ ქართველებო.
20:09 / 25-06-2016
გამოხმაურება / 0 /
დაჯი
რა ააფეთქეთ ფეისბუქი.მეტი საქმე არ გაქვთ,ბოღმას რომ ანთხევთ და ისედაც გაუბედურებულ ქვეყანას კიდევ უფრო არცხვენთ. ბინა მოგებულის იქნება დაროგორც უნდა ისე მოიხმარს,თქვენ არავინ გეკითხებათ.
20:00 / 25-06-2016
გამოხმაურება / 0 /
შორენა
გენაცვალეეეეეეეეეეეეე!!!!!!!!!!!!!!!!!! მოუხაზა თუ არა ზოგიერთებს!
13:46 / 25-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ნია
სირცხვილია ხალხნო! როგორ შეირცხვინეთ თავი! ბიჭი ჩამოვდა,ჩვენი ქვეყანა შეიყვარა და ამ ამ თავდაუბანელმა,ბოღმა იზორიამ თავი მოგვჭრა.ჩვენმა ქაეთველებმა რომიურმალა მოიგეს და 50000 ჩაიჯიბეს,რატომ არ აჩუქეს ვინმე რუსს ან უკრაინელს? ვინც იმსახურებს,ის იმარჯვებს და ჯილდიც მისია.ხე ანდრეას ხმას არ მივცემ და არც ცანცარა ჯანოსთვის დამიმესიჯებია.
09:23 / 25-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ვალერი
ყოჩაღ გაიხარე ჩემო კარგო ვაჟკაცი ყოფილხარ
00:14 / 25-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS