23 ივნისი, 2016
"მაგდა პაპიძემ შვილს ხელი ცხვირზე ააფარა, სასუნთქი გზები გადაუკეტა და იცოდა ამას შედეგად რა მოჰყვებოდა"
ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ პროცესზე გაგრძელდა გამომძიებელ ნუგზარ ნათელაშვილის დაკითხვა.

გამომძიებლის ინფორმაციით, ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ შვილს სასუნთქი გზები გადაუკეტა და იცოდა ამას რა შედეგიც მოჰყვებოდა. გამომძიებელი საქმეზე უკვე მეორე დღეა იკითხება.

ნუგზარ ნათელაშვილმა იმ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომელიც მიუთითებს რომ თორნიკე ქაფიაშვილი განზრახაა მოკლული.

"თუ ბავშვის გაჩერება გინდა მხოლოდ პირზე ხელის აფარება საკმარისია, ხოლო თუ განზრახ მკვლელობა გაქვს დაგეგმილი - პირზე და ცხვირზე უნდა ააფარო
ხელი. პაპიძემ ხელი ცხვირზეც ააფარა, სასუნთქი გზები გადაუკეტა და იცოდა ამას შედეგად რა მოჰყვებოდა, ამიტომ ეს განზრახვა იყო. მანამდეც, მის მიერ გაკეთებულ ჩანაწერებში ეწერა - მოვუმზადო ტანსაცმელი ორივეს, გადავაფარო "სიდენიებს" პარკები და ასე შემდეგ, რითაც ბავშვის მკვლელობის განზრახვამდე მივდივართ. ამასთან, შვილი დასთან ლანა პაპიძესთან შეეძლო დაეტოვებინა", - განაცხადა ნუგზარ ნათელაშვილმა.

ინტერპრესნიუსი
ბეჭდვა