23 ივნისი, 2016
"მაგდა პაპიძემ შვილს ხელი ცხვირზე ააფარა, სასუნთქი გზები გადაუკეტა და იცოდა ამას შედეგად რა მოჰყვებოდა"
ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ პროცესზე გაგრძელდა გამომძიებელ ნუგზარ ნათელაშვილის დაკითხვა.

გამომძიებლის ინფორმაციით, ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ შვილს სასუნთქი გზები გადაუკეტა და იცოდა ამას რა შედეგიც მოჰყვებოდა. გამომძიებელი საქმეზე უკვე მეორე დღეა იკითხება.

ნუგზარ ნათელაშვილმა იმ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომელიც მიუთითებს რომ თორნიკე ქაფიაშვილი განზრახაა მოკლული.

"თუ ბავშვის გაჩერება გინდა მხოლოდ პირზე ხელის აფარება საკმარისია, ხოლო თუ განზრახ მკვლელობა გაქვს დაგეგმილი - პირზე და ცხვირზე უნდა ააფარო
ხელი. პაპიძემ ხელი ცხვირზეც ააფარა, სასუნთქი გზები გადაუკეტა და იცოდა ამას შედეგად რა მოჰყვებოდა, ამიტომ ეს განზრახვა იყო. მანამდეც, მის მიერ გაკეთებულ ჩანაწერებში ეწერა - მოვუმზადო ტანსაცმელი ორივეს, გადავაფარო "სიდენიებს" პარკები და ასე შემდეგ, რითაც ბავშვის მკვლელობის განზრახვამდე მივდივართ. ამასთან, შვილი დასთან ლანა პაპიძესთან შეეძლო დაეტოვებინა", - განაცხადა ნუგზარ ნათელაშვილმა.

ინტერპრესნიუსი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
კალია
მაკიაჟი,კევი,ნაზი მიმოხვრები,მსახიობური წრიპინი და მაღალფარდოვანი სიტყვები.ესაა ქმარ-შვილ მკვდარი ქალი მაგდა პაპიძე.რა ეტყობა ამას მგლოვიარობის.სატანააააააა.....სატანა
12:47 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
444
რა უტვინო ყოფილა ეს გოგო და თანაც ასეთი უსირცხვილო. ქმარ შვილი ამოხოცა და თავის დასაძვრენად ათასნაირ ტყუილს იგონებს. რა აზრი აქვს სად იქნება მისი ბინძური სხეული, ციხეში თუ გარეთ.ეგ მაინც მკვდარია, თვითონ გაითხარა სამარე საკუთარი ხელით და ახლა ასეთ უაზრო ტყუილებით უფრო აძულებს თავს ყველას. ვერ ხვდება რომ პროკურატურას ასეთი ძლიერი სამხილები აქვს და მაგ ქალის არცერთი პასუხი ოდნავადაც არ შეეფერება სიმართლეს მას უთანაგრძნობს მხოლოდ საკუთარი ოჯახი და ისინიც უსუსურ არგუმენტებს ასახელებენ. იდეაშიც კი არ არსებობს სხვა ბრალდებული.მე მგონი რომ გაჩუმდეს და სულ არაფერი თქვას ის ჯობია. თავს რატომ იგდებს მასხრად.
02:03 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
******
მაგ ,,კალს.. რაც ჰკონდა დაგეგმილი გააკეტა, ახლა მსაჯულების გაცურება სურს და ამასაც მიაგტევს, კალი კი არა სატანაა
01:08 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
მისმა დამ ადრე გააკეთა კომენტარი ტელევიზიით, რომ იმ საღამოს მაგდა ბავშვთან ერთად იყო მასთან და მიუხედავად იმისა, რომ დამ შესთავაზა, მაინც არ დატოვა ბავშვი. ლოგიკურია ის, რომ თუ ქმრის მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, ბავშვი უნდა დაეტოვებინა დასთან.
22:36 / 23-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS