23 ივნისი, 2016
"ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად"... - სად არიან და რას საქმიანობენ მდიდარი ქართველი წყვილები ზღაპრული ქორწილების შემდეგ
ცხოვრებაში ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ოჯახის შექმნაა, მომავალი ბენდიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი კი ქორწილი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ბავშვობის ასაკიდან გეგმავს.

ყველა ზღაპარი ქორწილის ეპიზოდით მთავრდება. ზღაპარი იყო მათი ქორწილებიც, რომელმაც მთელი საქართველო აალაპარაკა. როგორ გაგრძელდა გრანდიზული საქორწინო ცერემონიალების მთავარი გმირების ცხოვრება, ამას სტატიიდან შეიტყობთ.

ლაკო ბუკია - რეზიკო მანჯგალაძე

ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ქალიშვილის ქორწილმა შარშან მთელი საქართველო აალაპარაკა. წარმატებულმა ქართველმა დიზაინერმა გასული წლის ივნისში რეზიკო მანჯგალაძეზე იქორწინა. ლაკო რამდენიმე წელია საზღვარგარეთ სწავლობს და
მისი კოლექციების ჩვენება ხშირად ხდება მსოფლიოს წამყვანი მოდის კვირეულებზე. ის დონა კარანის საყვარელი დიზაინერია. ლაკომ და რეზიკომ ქორწილი ჩაქვში გადაიხადეს, გრანდიოზულ ცერემონიალს შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, ქართველი პოლიტიკოსები ირაკლი ღარიბაშვილი და კახა კალაძეც ესწრებოდნენ. ქორწილს მუსიკალურად ცნობილი ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი აფორმებდა.

Rating
ლაკო გათხოვების შემდეგ ისევ საზღვარგარეთ წავიდა საცხოვრებლად. წყვილი ხან ლონდონში ცხოვრობს, ხან კი ამერიკაში.

ხათუნა სხირტლაძე - ნიკა ნაყოფია

"მის საქართველო 2008" ხათუნა სხირტლაძე ქვეყნის ყველაზე ლამაზი გოგოს ტიტულის მორგებიდან მალე გათხოვდა და 2009 წელს ქართველი მილიონერის, კობა ნაყოფიას ვაჟზე იქორწინა. ხათუნამ და ნიკამ გრანდიოზული ქორწილი თურქეთში გადაიხადეს. მათ გაცნობიდან სამ თვეში იქორწინეს. "მის საქართველო" მიიჩნევს, რომ გათხოვება ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი იყო, რომელიც ოდესმე გადაუდგამს. კობა ნაყოფიამ ვაჟს გრანდიოზული ქორწილი სტამბულში, სასტუმრო "კემპინსკში" გადაუხადა. ამბობდნენ, რომ საქართველოდან ორი სპეციალური ჩარტერული რეისით მთავრობის წარმომადგენლები და ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც კი გაემგზავრაო. ხათუნას ქორწილში D&G-ს მიერ შეკერილი კაბა ეცვა. წყვილმა ჯვარი სტამბულში მდებარე მართლმადიდებლურ ტაძარში დაიწერა. ჯვრისწერის ცერემონიალი მამაომ ქართულ ენაზე აღასრულა, მგალობლებმა კი ბერძნულად იგალობეს. ქორწილში უფროსი თაობისთვის მიწვეული იყვნენ "ქართული ხმები", ნანი ბრეგვაძე და სხვა ქართველი მომღერლები. ახალგაზრდების განწყობაზე კი ლეგენდარულმა ჯგუფმა Earth, Wind & Fire იზრუნა.

Rating
ნიკა და ხათუნა ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობენ და პატარა ბიჭს ზრდიან. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS