23 ივნისი, 2016
ხატია სიჭინავა - ''მეცინება ადამიანებზე, ვისაც სიყვარული გამოგონილი მითი ჰგონია მარტო იმიტომ, რომ თვითონ უსიყვარულოდ ამთავრებენ სიცოცხლეს''
ხატია სიჭინავა ფეისბუქზე მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ჩანს მისი დამოკიდებიულება იმ ადამიანების მიმართ, ვისაც მისი სიყვარული და ბედნიერება აღიზიანებს. 

''მეცინება ადამიანებზე, ვისაც ბედნიერება და სიყვარული აღიზიანებს, ვისაც ჰგონია, რომ ფულით მატერიალურის გარდა საერთოდ რამის ყიდვა შეუძლია, ვისაც სიყვარული გამოგონილი მითი გონია მარტო იმიტომ, რომ თვითონ უსიყვარულოდ ამთავრებენ სიცოცხლეს, ვისაც საერთოდ რამე გონია ღირებული შენი საკუთარი ოჯახის გარდა, ვინც ვინმეს ემტერება ნებისმიერი სულელური მიზეზის გამო, ვინც იმდენად ეგოისტია, რომ ცხვირის იქით ვერაფერს ვერ ხედავს, ვინც ცხოვრებას
ცუდი სიტყვების რახარუხში და ვითომ ცინიკოსობაში ატარებს, ვისაც ვერ გაუგია, რომ ბოროტსა სძლია კეთილმა მითი არ არის, ვინც ჩემს თვალწინ პატარავდება და იჭმუჭნება, მეცინება გაფლანგულ დროზე და ადამიანების უგუნურებაზე და მიყვარს ჩემი ცხოვრება ყველა მნიშვნელობით, ყველა წამით და ყველა ისტორიით ცუდით თუ კარგით ... ცუდი გვასწავლის კარგის უფრო მეტად დაფასებას''.
ბეჭდვა