21 ივნისი, 2016
რას წერენ სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ჯანო იზორიამ დატოვა - „ყველაზე უსამართლო ფინალია“
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ნახევარფინალი დაძაბულად წარიმართა. მაყურებლის გადაწყვეტილებით პროექტი  ჯანო იზორიამ დატოვა. ფინალში კი ანდრია გველესიანს და სტანისლავ ბონდარენკოს ვიხილავთ უძლიერეს მეწყვილეებთან, სალომე ჭაჭუასთან და ნიკე კეშელავასთან ერთად. 

ფინალში მოსახვედრად სტანისლავ ბონდარენკომ ჯანო იზორიას სულ რაღაც 200 ესემესით მოუგო. 

ნახეთ, რას წერენ სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც პროექტის ფინალისტების ვინაობა გახდა ცნობილი.

„რა უსამართლობაა! ასეთი საშინელი ფინალი ამ პროექტის ისტორიაში არ ყოფილა! ყველაზე უსამართლო ფინალია!!!!
წავიდა, რა თქმა უნდა, უარყოფითი კომენტარები, ქართველების სენი!!! დიახ, მე დაუმესიჯე
ანდრიას. პირველი იმიტომ, რომ ძალიან ბევრს შრომობდა და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საქმეს და მეორე ამდენი პროექტის შემდეგ სალომე იმსახურებდა ფინალში ყოფნას“.

„საბოლოო ჯამში მიუხედავად იმისა რომ.ჯანო უკეთესად ცეკვავდა მაინც ხასიათი წყვეტს ხალხის სიმპატიას, ჯანო ნამეტანი ფოკუზნიკობდა, არადა ანდრეა რომ ვერ ცეკვავს... ეხლა რა მოხდება“

„კიდევ უფრო დიდი სურვილი გამიჩნდა რომ სტანისლავმა მოიგოს....ჯანო რომ გასულიყო ვიორჭოფებდი“...

„ფუ, ნეტა თუ არ გრცხვენიათ იმათ ვინც სტანისლავს აძლევთ ხმას და ქართველს ტოვებთ პროექტის მიღმა? ხალხნო, ხო ჯანმრთელად ხართ“?

„ჯანო რა ვქნა, რომ არ ვარ ბიზნესვუმენი და არ მქვს სამშენებლო კომპანია... თორემ ბინას ნამდვილად გაჩუქებდი... არა იმიტომ, რომ ჯანო ხარ იზორია, შენი წარსული გაქვს და ნამდვილად გჭიდება ეს, არამედ იმიტომ რომ მიუხედავად განვლილი რთული გზისა დარჩი ნამდვილ ქართელ ვაჟკაცად, შეინარჩუნე მებრძოლი სული, მხიარული განწყობა, აფრქვევ უსაზღვრო პოზიტივს და ძალიან ღრმა ხარ... რაც მთავარიაშრომისმოყვარეობით და კარგი ცეკვით ყველას დაგვმახსოვრე თავი.... შენ ჩემს თვალში გამარჯვებული ხარ... ნიჭი უკვალოდ არ იკარგება . გისურვებ წარმტებას“

„აქამდე ჯანოს ვგულშემატკივრობდი. ახლა სტასმა უნდა მოიგოს ეს პროექტი. გველესიანი არანაირად არ იმსახურებს მოგებას. აქამდე მოსვლასაც არ იმსახურებდა“.
ბეჭდვა