15 ივნისი, 2016
"მაგდას და, ლანა ამბობდა, დარწმუნებული ვარ, ჩემი დის გაკეთებულია, ეგ ისეთია მეც მომკლავს და ჩემ შვილსაც არ დაინდობსო"
ქმარ-შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდა. პროცესზე მოწმების სახით დაიკითხა მეზობლების ნაწილი.

"ლილიმაც გაიკვირვა, ბევრჯერ გაგვირეცხია ეს გადასაფარებელი და ადრე ფერი არასდროს შეცვლიაო. ლილი "შპილკების" ამწყობად მუშაობდა და მე და დედა საღამოს ამაში ვეხმარებოდით. მერე მათი სახლიდან გავედი და უკვე გვიან გავიგე მომხდარი, როცა ცხედრები უკვე გადასვენებული იყო. მაგ დროს მაგდა მეზობელთან შეიყვანეს, მის თვალზე ცრემლიც კი არ მინახავს, თუმცა ამბობდა, გადაარჩინეთ, გადაარჩინეთო"! ვადასტურებ, რომ ქაფიაშვილის
ბინაში ჩემი თვალით ვნახე შპალერზე სისხლის კვალი, სისხლი იმ ადგილასაც იყო, სადაც დივანი იდგა... იმ დღეს, მაგდას და, ლანა სულ გაჰკიოდო "დარწმუნებული ვარ, ეს ჩემი დის გაკეთებულია და ჩემი ხელით ჩავქოლავო".

ირმა მადეიჩი (მეზობელი, რომელმაც ბავშვს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა): "ბავშვს სული რომ ჩავბერე უკვე გაციებული და გარდაცვლილი იყო. ერთი ამოიხრიალა, მეგონა, ცოცხალი იყო, მაგრამ ხელი, რომ მოვკიდე, უკვე ცივი იყო. მაგდა თავის შვილს არ მიკარებია და ცოტა მოშორებით იდგა. მაგდა პაპიძე ეგოისტურად ზრდიდა შვილს, თუ ბავშვებთან პატარა კონფლიქტი ჰქონდა, ამის გამო წიოდა და კიოდა. ომარი ჩემს ხელშია გაზრდილი და ძალიან კარგი ადამიანი იყო, არ მახსოვს ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა, დალევა არ უყვარდა და არც პათოლოგი იყო. მაგდა ყველას ზემოდან უყურებდა, ამაყი გოგო იყო.

იმ ღამეს პოლიცია რომ მოვიდა, მაშინ აანთეს დერეფანში შუქი და სისხლის კვალი ოთახის ჩარჩოდან იწყებოდა და მთელ სიგრძეზე გრძელდებოდა. სისხლის კვალი, სადაც დივანი ედგათ, იქაც შევამჩნიე, იმ დროს ოთახი უნდა გაეთავისუფლებინათ და მეზობლებს ნივთები გაჰქონდათ, ის დივანი ჩემთან შემოიტანეს, მაგრამ ისეთი მძიმე იყო არ მინახავს რა იდო შიგნით. მაგდას ოთახში რემონტი ახალი გაკეთებული ჰქონდა და წითელი შპალერი ჰქონდა გაკრული, რომ ვკითხე ამ ფერის რად გინდოდა მეთქი, თვალებს მიწყნარებსო.

მაგდას და, ლანა ამბობდა, დარწმუნებული ვარ, ჩემი დის გაკეთებულია, ჩემი და მეც მომკლავს და ჩემ შვილსაც არ დაინდობს, ისეთიაო. ჩემს ოთახში მათი ნივთები ეწყო და მეორე დღეს სულ არეული დამხვდა, ჩემ ქმარს ვკითხე, რა მოხდა მეთქი და ლანა იყო შემოსული რაღაცას ეძებდაო". იხილეთ სრულად 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS