15 ივნისი, 2016
გიგი გაჩეჩილაძე პირად გეგმებზე -''ახლო მომავალში დავქორწინდებით, ანანო პატარაა, მაგრამ ძალიან ჭკვიანია''
"ცეკვავენ ვარსკვლავების" მთავარი ქორეოგრაფი გიგი გაჩეჩილაძის პირადი ცხოვრება ხშირად მოხვედრილა პრესის ყურადღების ქვეშ. მას შემდეგ რაც გიგი და სალომე ჭაჭუა ერთმანეთს დაშორდნენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ გიგიმ ახალი ურთიერთობა დაიწყო.

გიგის შეყვარებული 19 წლის ანანო ჯოხაძეა, რომელთანაც მალე ოჯახის შექმნასაც გეგმავს. დღემდე გიგი ღიმილით ამბობდა, რომ დაქორწინებას როდის გადაწყვეტდა, არ იცოდა. თუმცა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ საკუთარი ქორწილი ზაფხულში წარმოედგინა, რადგან წელიწადის ეს დრო ყველაზე ძალიან უყვარს. როგორც ჩანს, ეს დღე მის ცხოვრებაში ძალიან მალე დადგება. 

გიგიმ
პირად გეგმებზე ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა:

"სავარაუდოდ, ახლო მომავალში დავქორწინდებით. ერთად ვცხოვრობთ ჩემს სახლში.

ძალიან შემცვალა ანანოსთან ურთიერთობამ. ყოველთვის ასეთი მხიარულები არ ვართ როგორც ახლა.

ბევრ სერიოზულ საქმეს ერთად ვწყვეტთ.

ანანო პატარაა, მაგრამ ძალიან ჭკვიანია. ზოგჯერ ჩემი გონება დაფრინავს, ანანო კი მიწაზე მყარად მაყენებს და მახვედრებს, რეალურად სად ვარ.

მთელი დღე სასწაულ პირობებში რომ ვმუშაობ და სახლში ძალიან დაღლილი ვბრუნდები, ისეთი ადამიანი უნდა დამხვდეს, რომელიც იმ ყველაფერს მომწყვეტს, არამც თუ უარესად დამღლის"- ამბობს გიგი ''სარკესთან'' საუბარში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
რა ლამაზი გოგოა
00:41 / 30-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS