14 ივნისი, 2016
''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დატოვების შემდეგ ლიზა ყენია სტანისლავ ბონდარენკოს უპირისპირდება: ''გონს მოდით, ბონდარენკოს არ უნდა ერგოს ბინა თბილისში''
ლიზა ყენიამ პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" დატოვა. მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"გამიმართლა რომ მაიას შვილი ვარ. ადამიანის, რომელიც ყველაზე სამართლიანი, რეალისტი და სუფთა ადამიანობის მქონე დედაა. გამიმართლა, იმიტომ რომ მისგან ადამიანობა ვისწავლე, თავმოყვარეობა, სხვისი პატივისცემა და რაც ყველაზე მთავარია ნებისმიერ სიტუაციაში თავის კონტროლი.

მიხარია და ბედნიერი ვარ რომ არც ერთი წამი ჩემს თავმოყვარეობას არ გადავახტი, არც ადამიანობა დამიკარგავს და არც ბინძური. ჩემი შრომით, წვალებით, ოფლით, ტკივილით, სიხარულით, ნერვიულობით და კარგი ადამიანების
მხარდაჭერით გამოვიარე ეს რამდენიმე კვირა.

ამაყი ვარ თქვენი იმ ადამიანების ვინც ერთი სმს მაინც გამოაგზავნა. ბევრი კარგი სიტყვა მითხარით ჩემს გასამხნევებლად, რაც ძალიან დამეხმარა. მინდა, მივმართო იმ ადამიანებს ვინც გამუდმებით მლანძღავდნენ, რომ არაფერს წარმოადგენთ, ამით საკუთარ თავს აყენებთ შეურაცხყოფას. და როგორც თქვენ ამბობთ, არც ფულიანი მამიკო მყავს და არც არავინ მდიდარი.

ჩემით და ხალხის დახმარებით მოვედი აქამდე და ასე ვივლი სულ. არც ბანკიდან სესხები გამომიტანია, რომ ფინალში ასე გავსულიყავი.

ვიმეორებ, მე არ მინდოდა ბინძური თამაშის მონაწილე ვყოფილიყავი, მადლობელი ვარ რომ უმაგრესი მეგობრები შემძინა პროექტმა. რატი, შენ ხარ ჩემი სიამაყე. მეამაყები რომ გიცნობ და ვცეკვავდი შენთან ერთად. და რომ ჩემი ძალიან მაგარი მეგობარი ხარ. მიყვარხარ და უღრმესი მადლობა იმისთვის რომ ჩემთან იყავი.

და მინდა გითხრათ, ან გირჩიოთ. ადამიანმა აირჩია ის პროფესია, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი კინოსთვის, თეატრისთვის გახდა მსახიობი. მოგეხსენებათ ნორმალური ანაზღაურება დღეს მსახიობებს არ გააჩნიათ. და ვფიქრობ, ადამიანი, რომელიც დადის გადაღებებზე, ათენებს, აღამებს, წვალობს, და ამ ყველაფერს აკეთებს ფოთიდან-თბილისამდე და მას სახლი თბილისში არ გააჩნია, სტანისლავ ბონდარენკოს არ უნდა ერგოს ბინა თბილისში და ჯანო იზორია ფოთიდან არ უნდა დადიოდეს თბილისში გადაღებებზე. გონს მოდით" - წერს ლიზა ყენია.

ბეჭდვა