31 მაისი, 2016
სუპერმოდური ქეთა თოფურია შვილსაც სუპერმოდურად აცმევს (+ფოტოები)
მას მერე, რაც ქეთა თოფურიამ შვილი გააჩინა, მისი პატარა გოგონა და აღზრდის მისებური მეთოდები გამუდმებით დიდ ინტერესს იწვევდა და იწვევს. პრესის ყურადღება კიდევ უფრო გაამძაფრა მომღერალმა იმით, რომ ერთ წლამდე ოლივიას ფოტოებს სრულად არ აქვეყნებდა და არავინ იცოდა, როგორი იყო ქეთასა და მისი ბიზნესმენი ქმრის ლევ გეიხმანის პატარა ქალიშვილი.

როგორც ივარაუდებოდა, ქეთამ ერთი წლის ოლივიას გრანდიოზული ფოტოსესია მოუწყო და გლამურული ჟურნალისთვის გადაუღო ფოტოები. უკვე ყველამ გაიცნო გოგონა და იმაზეც შეთანხმდნენ, რომ ოლივია უფრო მამას ჰგავს.

ტყავის ქურთუკშია გამოწყობილი - ცნობილია, რომ ქეთამ დიზაინერობა წამოიწყო და ქმნის კოლექციებს როგორც უფროსებისთვის, ისე პატარებისთვის. რასაკვირველია, პირველ რიგში მის მოდურ სამოსს მისი ქალიშვილი ირგებს.

რუსი ჟურნალისტები და ქეთას თაყვანისმცემლები ერთხმად აღნიშნავენ - ქეთას გოგონას გამორჩეულად აცვია და ისეთივე სუპერმოდურია პაწაწინობიდანვე, როგორც მისი ცნობილი დედიკო. მხოლოდ მაღალქუსლიანი წითელი ფეხსაცმლის გახსენება რად ღირს. იხილეთ სრულად + ულამაზესი ქეთას და ოლივიას ფოტოები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS