31 მაისი, 2016
თამრიკო ჭოხონელიძე ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' წინააღმდეგ - ''რა ვქნა, მომიტევონ, მაგრამ არ მჯერა, რომ ე.წ. სმს-ებით მოხდა მისი გამოთიშვა პროექტიდან''...
''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მორიგ ტურში პროექტის ძველმა მონაწილეებმა ახალი სეზონის მონაწილეებთან ერთად იცეკვეს. ამის შესახებ ჯერ კიდევ ''დღის შოუში'' ისაუბრეს და მაყურებელს დაუვიწყარ შოუს დაპირდნენ.

''დღის შოუს'' ეთერში გასვლის შემდეგ გასული სეზონის მონაწილის, მარიამ როინიშვილის ცეკვები თამრიკო ჭოხონელიძემ ფეისბუქზე გაიზიარა.

''დღის შოუმ'' გამახსენა, წერდა მომღერალი, ვიდეოებს ბევრი იწონებდა და წერდნენ, რომ მარიამი უძლიერესი და უნიჭიერესი გოგოა და რომ პროექტის გასული სეზონის მოგებას ის იმსახურებდა.

''დაუჯერებელია და სამწუხაროა, რომ საუკეთესო მიდის და ტოვებს პროექტს, მით უმეტეს მეორეზეც
ვერ გადის და პრიზების გარეშე რჩება, იმიტომ რომ ამხელა შედეგს დებ და მოდიხარ იქიდან არაფრით, უსამართლობის ზენიტია ეს მხოლოდ''
''პროექტი მარიამს უნდა მოეგო'' - ვკითხულობთ კომენტარებში.

მათ თამრიკო შემდეგი კომენტარებით პასუხობს:

''უნდა" არ აინტერესებს უსამართლობას''

''იმიტომ დაუფასეს....არა უშავს(თუმცა არ დამავიწყდება პატარა ბავშვივით რომ ატირდა....ძალიან ეტკინა...)''

''უდიდესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის... მე ძალიან მწყდება გული, რომ ისეთ საქართველოში მოგვიწია ცხოვრება, სადაც იცი, რომ სამართალს ვერ იპოვნი ... ამიტომ არც ეძებ! მარიამს ძალიან გამძაფრებული აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა ყველას და ყველაფრის მიმართ, ძალიან ბევრი იშრომა და... რა ვქნა, მომიტევონ, მაგრამ არ მჯერა, რომ ე.წ. სმს-ებით მოხდა მისი გამოთიშვა პროექტიდან''...

შეგახსენებთ, პროექტის გასული სეზონი მიკა ორველაშვილის და ზურა მანჯავიძის წყვილმა მოიგო, ფინალში მათთან ერთად ნოდიკო ტატიშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი ცეკვავდნენ. მესამე ადგილზე კი მარიამ როინიშვილი და ლევან ახვლედიანი გავიდნენ. 



ბეჭდვა