31 მაისი, 2016
თამრიკო ჭოხონელიძე ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' წინააღმდეგ - ''რა ვქნა, მომიტევონ, მაგრამ არ მჯერა, რომ ე.წ. სმს-ებით მოხდა მისი გამოთიშვა პროექტიდან''...
''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მორიგ ტურში პროექტის ძველმა მონაწილეებმა ახალი სეზონის მონაწილეებთან ერთად იცეკვეს. ამის შესახებ ჯერ კიდევ ''დღის შოუში'' ისაუბრეს და მაყურებელს დაუვიწყარ შოუს დაპირდნენ.

''დღის შოუს'' ეთერში გასვლის შემდეგ გასული სეზონის მონაწილის, მარიამ როინიშვილის ცეკვები თამრიკო ჭოხონელიძემ ფეისბუქზე გაიზიარა.

''დღის შოუმ'' გამახსენა, წერდა მომღერალი, ვიდეოებს ბევრი იწონებდა და წერდნენ, რომ მარიამი უძლიერესი და უნიჭიერესი გოგოა და რომ პროექტის გასული სეზონის მოგებას ის იმსახურებდა.

''დაუჯერებელია და სამწუხაროა, რომ საუკეთესო მიდის და ტოვებს პროექტს, მით უმეტეს მეორეზეც
ვერ გადის და პრიზების გარეშე რჩება, იმიტომ რომ ამხელა შედეგს დებ და მოდიხარ იქიდან არაფრით, უსამართლობის ზენიტია ეს მხოლოდ''
''პროექტი მარიამს უნდა მოეგო'' - ვკითხულობთ კომენტარებში.

მათ თამრიკო შემდეგი კომენტარებით პასუხობს:

''უნდა" არ აინტერესებს უსამართლობას''

''იმიტომ დაუფასეს....არა უშავს(თუმცა არ დამავიწყდება პატარა ბავშვივით რომ ატირდა....ძალიან ეტკინა...)''

''უდიდესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის... მე ძალიან მწყდება გული, რომ ისეთ საქართველოში მოგვიწია ცხოვრება, სადაც იცი, რომ სამართალს ვერ იპოვნი ... ამიტომ არც ეძებ! მარიამს ძალიან გამძაფრებული აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა ყველას და ყველაფრის მიმართ, ძალიან ბევრი იშრომა და... რა ვქნა, მომიტევონ, მაგრამ არ მჯერა, რომ ე.წ. სმს-ებით მოხდა მისი გამოთიშვა პროექტიდან''...

შეგახსენებთ, პროექტის გასული სეზონი მიკა ორველაშვილის და ზურა მანჯავიძის წყვილმა მოიგო, ფინალში მათთან ერთად ნოდიკო ტატიშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი ცეკვავდნენ. მესამე ადგილზე კი მარიამ როინიშვილი და ლევან ახვლედიანი გავიდნენ. 



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
Sofi
Ratom ggoniat tqveni shvili yvelaze uketesi, ra sashineleba gchirt, ar gekadrebat, shvils es ar unda shtaagonot, magram kritikas ver itant, tqven xom "sauketesoebi" xart.
10:27 / 15-06-2016
გამოხმაურება / 0 /
****
მანჯავიძე და ტატიშვილი,რომ ხელოვნურად მოახვედრეს ფინალში მაგას დიდი გამოცნობა არ უნდა.მარიამ შესანიშნავად ცეკვავდა.
16:57 / 01-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ირმა
შთაბეჭდილება დამრჩა რომ თამრიკო ჭოხონელიძე ხიბლშია ჩავარდნილი, რის შედეგადაც რეალობის განცდა ღალატობს და ძალიან ცუდ მაგალითს აძლევს საკუთარ შვილებს. სამართლიანი პრტოექტია, ყველა ბევრს შრომობს და იმარჯვებს საუკეთესო; მის შვილს რომ მოეგო დარწმუნებული ვარ "იღაღადებდა" რომ ყველაზე სამართლიანი პროექტია დედამიწაზეო. ერთი შემთხვევა გამახსენდა: თამრიკომ 3 ლარიანი ტაქსის მძღოლი უმუშევარი დატოვა (სამსახურიდან გაანთავისუფლებინა) და შესაბამისად დაამშია იმ მძღოლის ოჯახი, მხოლოდ იმიტომ რომ მისი შვილის ვალდებულებისგარე კაპრიზები არ შეასრულა და მოემსახურა 3 ლარიანი ტაქსის ვალდებულებების ფარგლებში, ამის შესახებ თავად თამრიკო სიამაყით წერდა. კითხვა გამიჩნდა---რატომ გონია ამ ქალს რომ მზე ვალდებულია მისი ოჯახის გარშემო ბრუნავდეს?
11:30 / 01-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ლელა
მარიამს ძალიან რა ეტკინა?
19:40 / 31-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ანა
გარკვეულწილად ვეთანხმები თამრიკოს, მარიამი მართლა გამორჩეულად კარგად ცეკვავდა, არ მეგონა ასეთ შედეგებს თუ აჩვენებდა. თუმცა საქართველოში დღეს ყველაფერი ფულზე იყიდება. გაიხსენეთ ადრინდელი სეზონის "ვითომ" გამარჯვებული მარია კუბლაშვილი, ხესავით მოძრაობდა და აშკარად ნაყიდი ჰქონდა ხმები, ჟიურის წევრებსაც ეტყობოდათ მიკერძოება. მაშინ იასენია იყო საუკეთესო და მას ეკუთვნოდა პირველი ადგილი, მარა სამართალი სადაა?? ასე რომ,ჩემო თამარ, ნუ გიკვირთ.
15:08 / 31-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS