31 მაისი, 2016
ცირა კობიაშვილი ბოდიშს იხდის - ''ჩვენ დაუმსახურებელ, ზღვარგადასულ კრიტიკას და შეურაცხყოფას აი, ასე ღილიმით ვხვდებით''
''იქს ფაქტორის'' მორიგ ტურში ცირა კობიაშვილი აუტსაიდერთა შორის მოხვდა. საბოლოოდ ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტში დარჩა. 

ცირა გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში მიმართავს და პირდება, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი სიტუაცია არ განმეორდეს. 

''ბოდიშს გიხდით ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო, რომ ასე განერვიულეთ... დღეიდან გაასმაგებული შემართებით ვიქნები მეც და დიდი იმედი მაქვს თქვენც დამეხმარებით იმაში, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს.  ცოტანი ვართ, მაგრამ ნამდვილები და ძლიერები. ჩვენ დაუმსახურებელ და ზღვარგადასულ კრიტიკას ხალხისგან და შეურაცხყოფას შეძლებისდაგვარად აი, ასე ღილიმით ვხვდებით''!
ბეჭდვა