30 მაისი, 2016
"ყველა ქალი ისურვებდა ჩემს ადგილას ყოფნას" - რა აქვთ გასაიდუმლოებული ნიკე კეშელავასა და სტანისლავ ბონდარენკოს
ბოლო პერიოდში საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობითა და მანდილოსნების სიყვარულით სარგებლობს მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო. "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემდეგ მისმა პოპულარობამ ზენიტს მიაღწია. ნიკე კეშელავამ ის პროექტში გაიცნო, დღეს კი ის და სტასი მეგობრები არიან და ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ. ნიკე კეშელავა ჟურნალ "სარკეს" ესაუბრა.

- ადვილად შეწყვილდით შენ და სტანისლავი?
- ძალიან კარგად და ადვილად შევწყვილდით, ის ყველაფერს ადვილად ითვისებს. ჩემთვის მასთან ცეკვა და ურთიერთობა ძალიან ადვილია, თან, ფიზიკურად ძლიერია და ვენდობი - ვიცი, ხელიდან არ გავუვარდები, დამიჭერს.
თავიდანვე თავისუფლად ვიყავით ერთმანეთთან, და-ძმასავით ვართ. თვითონაც მითხრა, რომ დას ვაგონებ საუბრით, მანერებით. ისეთი ამბავია სტანისლავზე ატეხილი, რომ ყველა ქალი ისურვებდა ჩემს ადგილას ყოფნას. ძალიან მეგობრული, მზრუნველი, ყურადღებიანი ადამიანია, არასდროს არსად არ ვავიწყდები, სადმე რომ მიდის - ან გადაცემაში, ან ნებისმიერ ადგილას, არ ვავიწყდები, მე აუცილებლად უნდა მახსენოს და მიკითხოს.

- რა იყო თქვენთვის, ორივესთვის ყველაზე რთული?
- ყველაფრის ერთად გაკეთება ყველაზე რთულია მისთვის - ეს ყველას უჭირს. რომ ვეუბნები: ეს ასე გააკეთე-მეთქი, მეუბნება: მაცადე, ჯერ ეს დავიმახსოვროო.

ნერვები ეშლება, გაივლის, წაიყვირებს, დაბრუნდება და ვაგრძელებთ. ზოგჯერ მკაცრი და მომთხოვნიც ვარ მის მიმართ, თუმცა, მე რომ ვეუბნები, არ მიჯერებს, ბიჭი რომ ეტყვის, იმაზე უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას. გიგი გაჩეჩილაძე რომ ეუბნება, ასე გააკეთეო, მე ეს უკვე ნათქვამი მაქვს, მაგრამ იმას უჯერებს და მე - არა. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS