30 მაისი, 2016
"ატყდა დანების ტრიალი, სროლა, მზარეულს გაუხეთქეს წარბი" - კადრები ვეგეტარიანულ კაფედან ინციდენტის შემდეგ
თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე, ვეგეტარიანულ კაფეში ინციდენტი მოხდა. ამის შესახებ თვითმხილველი "ფეისბუქზე" წერს.

PALITRATV.GE გთავაზობთ ვიდეომასალას, რომელიც ინციდენტის შემდეგ კაფეშია გადაღებული. ის ჩვენს ჟურნალისტს ინციდენტისას იქ მყოფმა ერთ-ერთმა პირმა მიაწოდა.

რაც შეეხება ინციდენტს, როგორც ნონო ანთაძე "ფეისბუქზე" წერს, ვეგეტარიანულ კაფეში 10 პირი შეიჭრა.

"მივედი კივიში, ვერცხლის ქუჩაზე ძაან საყვარელი და გემრიელი ვეგეტარიანული კაფეა, შევუკვეთე 2 ბურგერი და 2 ლიმონათი, დავჯექი და ველოდებოდი ანას, თან ანიმაციური ფილმი გაუშვეს კედელზე და ვუყურებდით... იყო სიმშვიდე და კარგი სიტუაცია, ამ
დროს კაფეში შემოვიდა ნაცისტური დაჯგუფების 10 *ლე და შემოყარეს კაფეში სოსისები, შამფურით მწვადები და დაიწყეს ხმამაღლა ყვირილი. ბარმენმა და მიმტანმა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ უთხრეს გაჩუმებულიყვნენ ან გასულიყვნენ გარეთ. ატყდა შეხლა-შემოხლა, დანების ტრიალი, მზარეულს გაუხეთქეს წარბი, დაასისხლიანეს, მიმტანი გოგო ითრიეს თმებით, აფეთქდა მაშხალები, მოვარდნენ მეზობლები, რომლებიც მოითხოვდნენ სიწყნარეს და სულ ფეხებზე ეკიდათ, ვინ იყო მართალი. ვიღაც აივნიდან გამოდგა და ჰაერში ისროდა! იმედი მაქვს გაზის იარაღით... მოვიდა პატრული, 10 *ლე უკვე გაქცეული იყო... პატრულმა იმის გამო, რო ბარში მომსახურე პერსონალს და სტუმრების უმეტესობას პირსინგები, დრედები და იროკეზები ჰქონდა, ჩათვალა, რო ჩვენ ვიყავით კონფლიქტის ინიციატორები, 2 კამერაა იქვე და იმედია ნახავენ ჩანაწერს და გაიგებენ რაც მოხდა. მოკლედ ყველაფერი საშინელება გამიგია ამ ქვეყანაში, მარა - ხორცს რატო არ ჭამ ბიჭოოო??? - ეგეთი აღარ გამიგია! - ხორცს რატო არ ჭამ ბიჭოოო??? მოდი მიკბინე, მიკბინეეე!!! - 13 წელია ხორცი არ მიჭამია, მარა ასეთი არ გამიგია და რა ვქნა", - წერს ნონო ანთაძე.

PALITRATV.GE-ს ინფორმაციით, შსს უკვე აწარმოებს წინასაგამოძიებო მოქმედებებს, რომლის ფარგლებში გამოიკითხნენ შემთხვევის მომენტში ბარში მყოფი პირები, ერთი მხარე. ასევე გამოიკითხება მეორე მხარეს. გამოკითხვის პროცესის დასრულების შემდეგ პოლიცია კანონის ფარგლებში იმოქმედებს. იხილეთ ვიდეო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
თEა
ამ Vიდეოდან ჩAნს რო ვეგეტარიანელები უფრო Aგრესიულები არიან
16:01 / 30-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS