30 მაისი, 2016
სტანისლავ ბონდარენკოს შვილი მამის საგულშემატკივროდ თბილისში ჩამოვიდა
ქართველი გოგონების გულთამპყობელი უკრაინელი მსახიობის, სტანისლავ ბონდარენკოს შვილი, მარკი საქართველოში ჩამოვიდა.

საქართველოში წამოსასვლელად მარკი საგულდაგულოდ მოემზადა. ამის შესახებ, ბონდარენკოს ყოფილი მეუღლე, იულია ჩიპლიევა სოციალურ ქსელში წერდა.

მარკი მამას ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' საგულშემატკივროდ ყველაფერს აკეთებს, გასულ ტურზე ვიდეომიმართვა გაავრცელა და ქართველებს, მოუწოდა, მამასთვის დაემესიჯებინათ.

ვიდეომიმართვისთვის რამდენიმე ქართული სიტყვაც კი ისწავლა. 30 მაისს გვიან ღამით კი თბილისში ჩამოვიდა. 

სტანისლავი მეუღლეს რამდენიმე წლის წინ დაშორდა, თუმცა შვილის აღზრდაში აქტიურად მონაწილეობს.

ვის გამო დაშორდა სტანისლავ ბონდარენკო მეუღლეს
ბეჭდვა