27 მაისი, 2016
''დამიბრუნე ჩემი სიყვარულის'' მსახიობი დიმიტრი პჩელა თბილისშია - ''მგონია, რომ სტანისლავი საქართველოდან აღარ წავა''
საქართველოში საქველმოქმედი მისიით სერიალ ''დამიბრუნე ჩემი სიყვარულის'' კიდევ ერთი მსახიობი დიმიტრი პჩელა ჩამოვიდა. ''იმედის დილაში'' მსახიობმა გულახდილად ისაუბრა. მისი თქმით რუსეთში სერიალი ისეთივე პოპულარული არაა, როგორც საქართველოში. რატომ მოეწონათ ქართველ გულშემატკივრებს ასე ძალიან სერიალი, ეს ვერ ამოხსნა.

მგონია, რომ სტანისლავი საქართველოდან აღარ წავა, ღიმილით აღნიშნა დიმიტრიმ.

დიმიტრი პჩელა 1984 წელს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დაიბადა.

პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, თუმცა ერთ-ერთ ინტერბვიუში აღნიშნა, რომ ჰყავს მეუღლე კატია, რომლის გვარიც არ დაასახელა. მასთან ოფიციალურ ქორწინებაში არ
იმყოფება.

წყვილს ჰყავს ერთი გოგონა, სოფია. დიმიტრი ამბობს, მხოლოდ დაკავებული ცხოვრების წესი უშლის ხელს, რომ საყვარელ გოგონაზე დაქორწინდეს.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ეკა
კი ჯობია,ვგიდები მასზე
00:43 / 03-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ვენერა
ბონდარეკოს არ ჯობია ახლა ეს ტიპი?
12:19 / 03-06-2016
გამოხმაურება / 0 /
წწწწწწწწწწწ
მიყვარს ეს მსახიობი, ძალიან დადებითი აურა მოდის მისიდან.
14:51 / 28-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS