25 მაისი, 2016
''Balenciaga''- ს კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას ახალ კოლექციაში მოდელებს ''აბაზანის ხალიჩები'' აქვთ შემოხვეული
"Balenciaga''-ს კრეატიულ დირექტორს, დემნა გვასალიას, როგორც ჩანს სულ არ აშინებს, როგორ მიიღებს ხალხი ტანზე შემოხვეულ "აბაზანის ხალიჩას" - წერენ მოდის კრიტიკოსები.

ბრენდის შემოდგომა-ზამთრის კოლექციამ გულგრილი ვერავინ დატოვა. მჟავას ფერების "საცურაო" ქუდები, შარფი-ხალიჩები და ბოტფორტები, რომლებზეც გაგიკვირდებათ და სახლის ფეხსაცმელია ამოცმული, ნამდვილად ახდენს შთაბეჭდილებას.

ერთი სიტყვით, ახალი კოლექციის ნახვისას დარწმუნდებით, რომ "მოდა - საშიში ძალაა". იხილეთ უახლესი კოლექციის ფოტოები
ბეჭდვა