25 მაისი, 2016
რატი დურგლიშვილის სიმღერებს იტალიის ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო ცენტრში უსმენენ
''აი, ამას ნამდვილად არ მოველოდი. უდიდესი სავაჭრო ცენტრის პონურ ნაკრებში ერთ - ერთ ჩემს სიმღერას მოვისმენდი, თანაც ქართულს, ძალიან გამიხარდა. არ შემეძლო, არ გამეზიარებინა მათთვის, ვისაც გაგიხარდათ.'' წერს რატი დურგლიშვილი და ფეისბუქზე რამდენიმე წამიან ვიდეოს აზიარებს, სადაც მისი სიმღერა ''ქაღალდის ნავი'' ისმის.

რატი მილანში ისვენებს უკვე რამდენიმე დღეა. მეგობრები წერენ, რომ იტალიელებმა იციან, კარგი სიმღერის ფასი და ამიტომაც არ უკვირთ, რატი რომ გამოარჩიეს. 

შეგახსენებთ ამ სიმღერაზე რატიმ რამდენიმე წლის წინ კლიპი იტალიაში გადაიღო.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS