"20 მაისი, 11:50, თბილისი
საკუთარი განსაცდელით მატრაკვეცობა არ მსურდა და არ ვწერდი არაფერს, მაგრამ ამდენი სიყვარულისა და მოკითხვის ფონზე უმადურობა არ მსურს და გადავწყვიტე გაგიზიაროთ ის, რასაც განვიცდი. 11 დღეღა დარჩა მძიმე შიმშილობის ბოლომდე მისაყვანად. გამარჯვების დღე 31 მაისია. რესურსი თითქმის სრულიად გამოიცალა, მხოლოდ სულიერი ენერგიის ამარაღა ვარ. სრული მობილიზება მჭირდება ამ