25 მაისი, 2016
ლალი მოროშკინა საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა - ''არ ვიცი, დავბრუნდები თუ არა''
ლალი მოროშკინამ რამდენიმე საათის წინ საქართველო დატოვა და რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. ამის შესახებ ლალი სოციალურ ქსელში თავად წერს.

''ჩემო ტკბილო და საყვარელო ადამიანებო,
დასრულდა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი მონაკვეთი.

ურთულესი წელი მქონდა და მადლობა ყველას თანადგომისთვის
გტოვებთ და თან ჩემს გულს გიტოვებთ...

არ ვიცი როდის დავბრუნდები,

ან დავბრუნდები თუ არა საერთოდ...

ტკივილამდე მიყვარს საქართველო, არც დავფიქრდები ისე გავწირავ თავს,
მაგრამ დგება მომენტი,როდესაც გვერდზე უნდა გადგე და ისე შეაფასო მოვლენები,
იქნებ მეჩვენება,რომ რაღაც დალპა...

ზუსტად ვიცი,

სადაც
არ უნდა ვიყო,

ყველგან ქართულ საქმეს გავაკეთებ და რიგითი ჯარისკაცივით საქართველოს ვემსახურები
მშვიდობით...''

ლალი მოროშკინას სტატუსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
საქართველო შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი..

''სულ ბედნიერ გზაზე გევლოს ლალი სადაც არ უნდა იყო,.....წარმატებები და გამარჯვება..
არ მომწონს, ეს გადაწყვეტილება.......რა დროს ეგ არის..''

''ლალის "გაძლიერებული"ყნოსვა აქვს და მშვენივრად იცის, რასაც აკეთებსმე უკვე რაღაც მენიშნა!''

''ეს ენერგიული მანდილოსანი სადაც არ უნდა წავიდეს,მაინც ის ენერგიული ლ ა ლ ი იქნებს! წარმატებები ყველგან და ყველაფერში''!

''ე.ი. "დიდი დაბრუნება" გველოდება წინ, ისეთი ჩვენი ქვეყნის მტრებს რომ დაასამარებს. წარმატებებით გევლოს ლალი და გელოდებით''!

''ლალი თუ კარგ საქმეზე მიდიხარ ჩვენც წაგვიყვანე'', ვკითხულობთ კომენტარებში.
ბეჭდვა