25 მაისი, 2016
რატომ დატოვა ეკა აბშილავამ „კომედი შოუ“
მსახიობი ეკა აბშილავა "კომედი შოუს"  წევრი აღარაა. ეკა პირველად „კომედი შოუში“ 2008 წელს გამოჩნდა და ბევრი სახალისო პერსონაჟი შექმნა, მაგრამ როგორც ჩანს ახლა სურვილი აქვს რაიმე განსხვავებულის შექმნა. შოუდან მის წასვლაზე შოუს ხელმძღვანელმა, ალეკო მალხაზიშვილმა  ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა. ალეკოს თქმით ეკა ერთი თვის წინ წავიდა სამსახურიდან.

"ეკა დაახლოებით ერთი თვის წინ წავიდა შოუდან. წასვლამდე წინასწარ ჩავწერეთ რამდენიმე სკეტჩი, ჯერ კიდევ ორი წლის წინ ეკამ მითხრა, რომ შოუდან წასვლა უნდოდა. გული დამწყდა, ეკა ჩვენიანია. კარგია მსახიობია,
მაგრამ ყველა ადმიანს აქვს არჩევანის გაკეთების უფლება. მან მითხრა, რომ რაღაც ახლის გაკეთება სურდა", - განაცხადა მალხაზიშვილმა.


ბეჭდვა