12 სექტემბერი, 2013
ნანუკა ჟორჟოლიანი: ''რუსთავი 2'' ჩემთვის ყველაზე მაგარი კაცია
საბედნიეროდ, ტელევიზიაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა და თანამშრომლებს ტელევიზიაში შესვლის უფლება უკვე მისცეს
დღეს დილას, ტელეკომპანია ''რუსთავი 2'' -ში თანაშმრომლების ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი ანონიმური ზარი გახლდათ, რომლის "ავტორი" იტყობინებოდა, რომ შენობაში ბომბი იყო.

ამ ინფორმაციის გაცხადების შემდეგ, სოციალური ქსელი პანიკამ მოიცვა. ტელეკომპანიის თანამშრომელბის გარდა, ტელევიზიაში ბომბის არსებობას, უარმავი ადამიანი გამოეხმაურა.

"ორჯერ პარლამენტი, ახლა ''რუსთავი 2'' . რამდენი უსაქმურია, ან რა პონტია, ეს ბომბია, ბომბის ძახილი?'' - წერდნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტების ''ფეისბუქის'' კედელზე, რომლებიც გარკვეუილი დროის განმავლობაში
ეზოში იყვნენ გამოფენილი და მოთმინებით ელოდნენ, როდის იპოვიდნენ ტელევიზიაში ბომბს.

საბედნიეროდ, ტელევიზიაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა და თანამშრომლებს ტელევიზიაში შესვლის უფლება უკვე მისცეს.

როგორც იცი, ნანუკა ჟორჟოლიანი მუდმივად საინტერესო სტატუსებით გამოირჩევა და ამის გამო ყოველთვის ექცევა ინტერნეტსაიტების ყურადღების ცენტრში. ამჯერად ტელევიზიაში განხორციელებულ ევაკუაციას ორიგინალურად გამოეხმაურა:

''რუსთავი 2'' ექსტრემალური სიტუაციების მამა. მამა იმიტომ ჩემთვის კაცია. ყველაზე მაგარი კაცი, სხვა კაცებს, ქალებს, გოგოებს და ბიჭებს შორის'' ...

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''

ბეჭდვა