23 მაისი, 2016
ნინი ბადურაშვილი - ''ამბობდნენ, ქალი გაიტანა და მერაბიშვილმა გადაამალინაო''
''იმედის დილაში'' ნინი ბადურაშვილმა მასზე გავრცელებულ ჭორზე ისაუბრა, რომელიც რამდენიმე წლის წინ საშინლად განიცადა.

წამყვანებმა აღნიშნეს, რომ ნინი ძალიან დიდხანს არ პასუხობდა მასზე გავრცელებულ ჭორებს.

ნინიმ უპასუხა, რომ ბავშვობიდან მიჩვეული იყო, რომ მასზე ძალიან ბევრს ჭორაობდნენ.

ზოგადად ბედი მაქვს ასეთი, რომ ასი კაცი რომ წასულიყო ''შატალოზე'', მაინც ჩემი გვარი ისმოდა. საერთოდ რომ არ ვყოფილიყავი რაღაც ადგილებში, ისიც კი დაუბრალებიათ.

აქედან გამომდინარე, შეჩვეული ვარ, ეტყობა, ასე უნდა ყოფილიყო -მეთქი ვამბობდი, როცა ჩემზე ჭორს ვიგებდი. თუმცა ყოფილა
ჭორები რომელსაც ძალიან გავუღიზიანებივარ.

პირადზე როდესაც ამბობდნენ რაღაცას, ძალიან არ ვბრაზდებოდი.

როცა იცი, რომ არაა მართალი, არ ბრაზდები. მაგრამ რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ჭორი, რომელმაც კინაღამ წყობიდან გამომიყვანა.

მაბრალებდნენ, რომ ვიღაც ქალი გავიტანე, რომელიღაც ჟურნალისტი მირეკავდა და მეუბნებოდა, გუშინ ქალი რომ გაიტანე, ვანო მერაბიშვილმა გადაგადატინანო.

მიმტკიცებნდა, რომ დაზარალებულის ოჯახიდან მოდიოდა, ხალხი ტირის და შენ გადებს ხელსო. კინაღამ წყობიდან გამოვედი.

გამიგია, რომ ჭორაობდნენ ვიღაცასთან დადიხარ, ვიღაცის საყვარელი ხარ, მაგრამ ასეთი საშინელების დაბრალება და იმაზე საუბარი, რომ დანაშაულის ადგილიდან მიმმალეს, წარმოუდგენელია.

ვიღაცებს სჯეროდათ და მიწერდნენ, შე, მკვლელოო''.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
lile
Aრ მჯერა,შენ კიარა ერთი უბრალო გოგო ვარ და ისეთები დამაბრალეს მეც თვალები გადმომცვივდა გაოცებისგან, რაც საკუთარი თვალით არ გინახავთ ან საკუთარი ყურით არ გაგიგიათ ნუ გაავრცელებთ ხალხო,თუარადა ნუღარ გექნებათ პრეტენზია მართმადიდებელ მპრწმუნე ქრისტიანობაზე
14:39 / 09-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინიკო
ჩურჩუტა ხარ, დედაც მასეთი გყავს და მიტომ ხართ მაგ დღეში. მიზეზი საკუთარ თავში ეძებე და იპოვი, ყველაფერს სხვებს ნუ აბრალებ
11:38 / 25-05-2016
გამოხმაურება / 0 /
მანანა
რამდენად ძლიერი უნდა იყოს ადამიანი რომ ასეთი ჭორი აიტანოს,გამძლეობას გისურვებთ.
08:20 / 25-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS