21 მაისი, 2016
სალომე ჭაჭუას და მაქს რიჟიკოვის წყვილი დაიშალა
"სამწუხაროდ სალომეს და მაქსის წყვილი დაიშალა. წარმატებები ორივეს.", ვკითხულობთ სალომე ჭაჭუას და მაქს რიჟიკოვის გვერდზე. 

ამ ამბავმა ბევრი გააკვირვა, რადგან სალომეს და მაქსის წყვილი რამდენიმე წლის წინ შეიქმნა და წარმატებით მონაწილეობდნენ სხვადასხვა კონკურსებზე.

სალომე „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დაწყების დღეს ბულგარეთიდან ჩამოფრინდა, სადაც მან და მაქსმა საერთაშორისო კონკურსში მე-6 ადგილი დაიკავეს.

სალომე ამბობდა, რომ ბულგარეთში შედეგით კმაყოფილი იყო და რომ ნელ-ნელა უახლოვდებოდა ოცნებას, საუკეთესო 50 წყვილს შორის მოვხვდეს.

მაქსს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა შესთავაზეს, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ, რადგან
მაქსი სალომეს მაგივრად ატარებდა გაკვეთილებს.

RatingRating



ბეჭდვა