17 მაისი, 2016
''სოფო ნიჟარაძის გუშინდელი საქციელი იყო მაგალითი თუ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი, ქალი, მუსიკოსი, ცნობილი სახე'' - მომღერალს ცირა კობიაშვილის დედა უპირისპირდება
''ამ კონკურსში ყველანი მეგობრები ვართ, ვაღიარებთ ერთმანეთის ძლიერებას, ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ, რადგან ვიცით ამ პროექტის შემდეგაც უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება ამ პატარა ქვეყანაში.

სოფო ნიჟარაძის გუშინდელი საქციელი იყო მაგალითი თუ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი, ქალი, მუსიკოსი,ცნობილი სახე! ასევე ვუთანაგრძნობ ყველა იმ ადამიანს ვინც ჩემი, შეურაცყოფით გაბედნიერდა.

ძვირფასო მსმენელო და მაყურებელო გაასმაგებული ენერგიით ვიბრძოლებ და იმედს არ გაგიცრუებთ''

''ვამაყობ შენით დეეეეეე, თუ ვინმე ანგარიშგასაწევი მუსიკოსია, თუ ვინმეს შეხება ჰქონია და არ ჰქონია შენთან ყველა მირეკავს, მწერს, ისინიც
კი ვისთანაც ურთიერთობა აღარ მაქვს...ხომ იცი არასდროს არ გაქებდი, სულ კრიტიკით გაგზარდე, მაგრამ დღეს ამყი ვარ, იმიტომ რომ პიროვნება ხარ და როგორც მე არ დამიჩოქია არვის წინაშე არც შენ დაიჩოქე. არასდროს არ დაიჩოქო.......მე პატივს ვცემ ყველა შენს გადაწყვეტილებას , მცდარსაც, მაგრამ გულწრფელს'', დაწერა თატჳამ ფეისბუქზე მას შემდეგ, რაც ცირა პროექტში დარჩა''- წერს ჟურნალისტი თათია პაჭკორია, ცირა კობიაშვილის დედა ''იქს ფაქტორში'' განვითარებული მოვლენების შემდეგ.

შეგახსენებთ, სოფო ნიჟარაძე მენტორ გიორგი გაბუნიას ურჩევდა, პროექტში ცირა არ დაეტოვებინა, რადგან გუნდში მასზე ძლიერი მომღერლები ჰყავდა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 97 /
სოფო, ოღონდ არა ნიჟარაძე
რა გაუწყალეთ გული ამ გოგოს. ნამდვილად არ არის უნიჭო. თავიდან მეც ვფიქრობდი, რომ ცირაზე ძლიერებიც იყვნენ და საცოდაობა იყო იმათი გაშვება მაგრამ.. სოფოს უაზრო კომენტარების შემდეგ, უკვე ვგულშემატკივრობდი რომ დაეტოვა გიორგის პროექტში. შეფასება შეურაწყოფაში არ უნდა გადავიდეს, სოფო კი გასცდა ყველა ზღვარს. ჩემსდა გასაკვირად, ცირამ მართლა დაანახვა ყველას, რომ ნიჭიერია და თუნდაც იმ სიმღერას, რაც ცეკვასთან პარალელურად შეასრულა, სოფო მაგდენს ნამდვილად ვერ შეძლებდა, განა იმიტომ რომ სოფო ნიჭიერი არ არის, უბრალოდ იმიტომ, რომ სოფო სხვა სტილის მომღერალია. და სოფოს კომენტარებში უფრო გავდა ბოღმას და კომპლექსს, ვიდრე ცირას და დედამისის კომენტარები. მოდი რა, სანამ ცირას გარეგნობაზე იტყვით კიდევ ვინმე რამეს, ჯერ თვითონ ჩაიხედეთ სარკეში, არა მგონია ბევრი იყოთ მასზე უკეთესი. სოფოს დამსახურებით ცირას გულშემატკივარი გავხდი, თუმცა, ჩემი ფავორიტი მაინც დრიმ გერლს და ნინაა
19:18 / 08-06-2016
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
აკს-არ მგონია დაცვა სჭირდებოდეს ცირას და მის დედას,,ზუსტად აღწერა სოფომ და არც ზედმეტი მოსვლია არაფერი,,უბრალოდ რასაც სხვები ფიქრობენ მან სთქვა,,
12:56 / 25-05-2016
გამოხმაურება / 0 /
თამრიკო/
რა კაი პიარი გაუკეთა სოფომ ამ უბრალო გოგონას.... რად უნდა ამხელა აჟიოტაჟი...დედამისი უფრო ცდება ცირას მიმართ, ვიდრე სოფო.
19:40 / 22-05-2016
გამოხმაურება / 0 /
დათო
ნელის. რა სექსუალური ეგ ცირაა, ძალით განაზებული და ხელოვნურია. სოფო ბუნებრივადაა მშვენიერი.
23:16 / 21-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ევა
უზლიერესია რუსთავი 2 ,მათ არაპერი ეშლებათ, სოფო მაგარია
22:39 / 21-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS