12 მაისი, 2016
ბოლო ინფორმაცია შორენა ბეგაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
შორენა ბეგაშვილის შვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას მსახიობის ახლობლები ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, მოზარდი უკვე 2 თვეა გაუსაძლისი ტკივილებით იტანჯება. მას სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთში გადაყვანა, რისთვისაც ბეგაშვილს საკმარისი თანხა არ გააჩნია.

როგორც მომღერალი ნინა წკრიალაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, ბეგაშვილს ბავშვის საზღვარგარეთ გადასაყვანად 50 ათასი დოლარი აკლდება.

მეგობრები მისი ანგარიშის ნომერს ავრცელებენ, სადაც თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. იხილეთ ვიდეო

ბანკი რესპუბლიკა: GE39BR0000010929691997

მიმღები პირი: შორენა ბეგაშვილი



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS