09 სექტემბერი, 2013
გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას რომანის ამბავი გამჟღავნდა
ამ ჭორების გავრცელებას უფრო მეტი საფუძველი იმანაც შეუქმნა, რომ სალომე ჭაჭუამ მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძესთან თავის მრავალწლიან ურთიერთობას წერტილი დაუსვა გიორგისა და სალომეს წყვილი ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეორე სეზონზე გამარჯვებისთვის იბრძოდა. საბოლოოდ, რუსკამ თავის მეწყვილესთან ერთად შეძლო მათი დამარცხება.

სალომე და გიორგი იმდენად საინტერესო და კარგ წყვილს ქმნიდნენ სცენაზე, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, მათ ეკრანს მიღმა ურთიერთობაზე ყველა ალაპარაკდა.

ამ ჭორების გავრცელებას უფრო მეტი საფუძველი იმანაც შეუქმნა, რომ სალომე ჭაჭუამ მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძესთან თავის მრავალწლიან ურთიერთობას წერტილი
დაუსვა.

გიგი და სალომე პოპულარობის მოპოვების შემდეგ ხშირად ჩნდებოდნენ ჟურნალების გარეკანებზე და თავიანთი გრძნობებისა და მოსალოდნელი ქორწილის შესახებ ღიად და ხალისიანად ჰყვებოდნენ, თუმცა მათი სიყვარულის ამბავი მოულოდნელად დასრულდა.

სალომესა და გიგის ზაფხულში ბავშვები ბათუმში ჰყავდათ წაყვანილი, ქორეოგრაფიული სტუდიიდან და შესაბამისად, ერთად დასვენებამაც მოუწიათ, თუმცა ამან მათ ურთიერთობას ახალი ფერები ვერ შესძინა.

სალომესთან დაკავშირებით უამრავი ჭორი ვრცელდებოდა, ასახელებდნენ უამრავ სახეს, რომელმაც, ხმების თანახმად, მისი და გიგის რომანი დაასრულა და მათ შორის პირველ ადგილზე სალომეს მეწყვილე, გიორგი ვარდოსანიძე იყო, თუმცა ორივე მხარე კატეგორიულად უარყოფდა ამ ამბავს.

ჭორებმა კიდევ მოიმატა მას შემდეგ, რაც გიორგი მსახიობ თამთა შალამბერიძეს დაშორდა, რომელთან შეყვარებულების საკმაოდ ბევრ წელს ითვლიდა, თუმცა მიზეზი არსად დაუსახელებია და შემდეგ ჟურნალისტებისთვისაც მიუწვდომელი გახდა.

დღევანდელ ''პრაიმ-ტაიმთან'' კი გიორგიმ გაამხილა, რომ სალომე ჭაჭუასთან რომანი აქვს, თუმცა მათი ურთიერთობა ამ კუთხით ახალი დაწყებულია და ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დროს არანაირი გრძნობა არ ჰქონიათ. გიორგი ამტკიცებს, რომ რომანი დაიწყო მას შემდეგ, რაც ორივემ თავისი ძველი ურთიერთობა დაასრულა და არა მაშინ, როცა ჟურნალისტები აქტიურად ეკითხებოდნენ ამის შესახებ და პრესაში სტატიებიც კი იწერებოდა.
Rating
ჟურნალისტებს სულ იმას გვაბრალებენ, რომ ჭორებს ვიგონებთ, თუმცა გიორგისა და სალომეს შემთხვევაში ეს ჭორი სიმართლე აღმოჩნდა. წყვილი პრესასთან აქტიურ ურთიერთობას არ გეგმავს. როგორც ჩანს, სიყვარულით ტკბობას აპირებენ, თუმცა საზოგადოების ყურადღება რომ არ მოაკლდებათ, ფაქტია.

როგორც გიორგი აცხადებს, მან და სალომემ თავიანთი გრძნობების შესახებ ზღვაზე ერთად ყოფნისას შეიტყვეს და ამას მოწმობს რომანტიკული ფოტო, სადაც გიორგის ხელში ჰყავს ატაცებული სალომე...

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 88 /
თაკო
ძან მაგარი წყვილიააააააააააა
20:17 / 19-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ესტელლე
ვარდოსანიძე თუ კითხულობ ამ კომენტარებს მარაოზე ნახე ვიღაცა გოგო როგორ გლანძღავს გონია რომ შენ აღადავებდი http://www.marao.ge/satcorao/fsiqo/3983-mgoni-chems-shvils-sakuthari-mastsavlebeli-sheuyvarda.html
11:08 / 17-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
სალო და გიო ძან მაგარი წყვილია
18:15 / 12-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
ხოდა რაღა უკვირს ამ ხალხს,არ ყოფილა გიგი მართალი როცა ეჭვიანობდა?? შეამჩნია ალბათ ორივეს... სალო შენ ხალხს მოღალატე არ ეგონე..თურმეე....
17:06 / 06-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
როგორ მიყვარდა სალომე და გიგი.ვერ წარმომიდგენია სალომე სხვის გვერდით. სალო გიგისთან კარგ მომავალს გისურვებ
17:03 / 06-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS